ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
„ფასები ყოველწლიურად იზრდება და კიდევ უფრო მოიმატებს“ - რატომ ძვირდება თბილისის შემოგარენში მიწა

„თბილისის შემოგარენში მიწის ნაკვეთის ფასები ყოველწლიურად იზრდება,“ - ამის შესახებ აღნიშნულია SS.ge-ის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაში.

კვლევის თანახმად, არსებული მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ 1 კვადრატული მეტრის საშუალო ფასი კიდევ უფრო მოიმატებს.

„თბილისსა და მის შემოგარენში მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა. უფრო და უფრო მეტ ადამიანს სურს, რომ დედაქალაქსა და მასთან ახლომდებარე ადგილებში მიწის ნაკვეთი შეიძინოს როგორც საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად, ისე საინვესტიციო მიზნით.

მიწის ნაკვეთის ფასს ბევრი ფაქტორი განაპირობებს მათ შორის: ადგილმდებარეობა, განაშენიანების პერსპექტივა, ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა, მოთხოვნის ზრდა. ეს უკანასკნელი, ბუნებრივია, ყველაზე ეფექტურად მოქმედებს ფასის ზრდაზე.

შემოგარენში ფასები ყოველწლიურად იზრდება და არსებული ვარაუდით, 1მ²-ის საშუალო ფასი კიდევ უფრო მოიმატებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი მწირი მიწის ფონდი და მზარდი მოთხოვნაა — მიწის ნაკვეთის შეძენის მსურველების რაოდენობა არ მცირდება, პარალელურად არსებული მიწის ნაკვეთები ნელ-ნელა იყიდება, რაც დარჩენილ უძრავ ქონებაზე ფასს საგრძნობლად ზრდის“, - აღნიშნულია SS.ge-ის პუბლიკაციაში.

მერი ტაბატაძე