ბათუმში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები გაიზარდა, - ამის შესახებ ირკვევა „ქოლიერსის“ პუბლიკაციიდან.
კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის მარტში ზღვისპირა ქალაქში ჯამში 1 233 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 5.7%-იან ზრდაზე მიანიშნებს.
პროექტების მიხედვით კი მონაცემები ასეთია: მარტში ახალაშენებული ბინების გაყიდვები წლიურად 12%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 46.5%-იანი კლება დაფიქსირდა.
„ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 4%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1170 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 22.5%-ით, კვ.მ.-ზე 1149 აშშ დოლარამდეა გაზრდილი“, - აღნიშნულია „ქოლიერსის“ კვლევაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ მარტში ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა კი 4.9%-ით 64 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.