ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
ერთ თვეში ბანკების და მიკრობანკების წმინდა მოგება 286.2 მლნ ლარით გაიზარდა - 6 ბანკი ზარალზეა

2025 წლის მარტის მდგომარეობით კომერციული ბანკები და მიკრობანკები 748.283 მლნ ლარის წმინდა მოგებაზე გავიდნენ, რაც თებერვლის მონაცემებთან შედარებით 286.219 მლნ ლარით მეტია. კონსოლიდირებულ ანგარიშგების მიხედვით, საფინანსო სექტორმა იანვარ-თებერვალში 462.064 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს.

სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში წმინდა მოგებიდან 91%-ზე მეტი ორ კომერციულ ბანკზე მოდის,ზარალზე კი 6 ბანკი გავიდა.

ბანკები, რომლებიც 2025 წლის სამ თვეში მოგებაზე გავიდნენ:

  • „საქართველოს ბანკი“ - 387.780 მლნ ლარი
  • „თიბისი ბანკი“ - 294.371 მლნ ლარი
  • „ლიბერთი ბანკი“ – 29.791 მლნ ლარი;
  • „ბაზისბანკი“ – 23.227 მლნ ლარი;
  • „კრედო ბანკი“ – 21.971 მლნ ლარი;
  • „ქართუ ბანკი“ – 7.497 მლნ ლარი;
  • „ტერა ბანკი“ – 6.447 მლნ ლარი;
  • „პროკრედიტ ბანკი“ – 5.538 მლნ ლარი;
  • „ხალიკ ბანკი“ – 3.859 მლნ ლარი;
  • „იშ ბანკი საქართველო“ – 3.765 მლნ ლარი;
  • მიკრობანკი „კრისტალი“ - 3.594 მლნ ლარი
  • „ზირაათ ბანკი საქართველო“ – 1.788 მლნ ლარი;
  • „ემ-ბი-სი“ - 684 ათასი ლარი

რაც შეეხება ზარალიან ბანკებს, იანვარ-მარტის მდგომარეობით ასე გამოიყურება:

  • „ვითიბი ბანკი“ – 33.548 მლნ ლარი;
  • „სილქ ბანკი“ - 5.268 მლნ ლარი;
  • „ჰეშ ბანკი“ – 2.089 მლნ ლარი;
  • „პაშა ბანკი საქართველო“ – 915 ათასი ლარი;
  • „პეივ ბანკ ჯორჯია“ - 174 ათასი ლარი;
  • „პეისერა ბანკი საქართველო“ – 36 ათასი ლარი.

ცნობისათვის, საანგარიშო პერიოდში ბაზარზე 17 კომერციული ბანკი და 2 მიკრობანკი ოპერირებდა.