კერძო სახლები გაძვირდა.
უფრო კონკრეტულად, „საქსტატის“ მონაცემებით, ფასები 2025 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13.5%-ით, ხოლო წინა ანუ 2024 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით, 1.8%-ით გაიზარდა.
თბილისის უბნების მიხედვით, კერძო სახლების ფასი ყველაზე მაღალი მთაწმინდაზეა. კერძოდ, 1 კვ.მ.-ის საშუალო ფასი მთაწმინდაზე 4 687 ლარს შეადგენს.
ყველაზე იაფად კი, კერძო სახლს დედაქალაქში გლდანსა და ნაძალადევში შეიძენთ. ამ უბნებში 1 კვ.მ.-ის ფასი 2767 ლარს უტოლდება.
კერძო სახლების შემთხვევაში, 1 კვადრატულის საშუალო ფასი თბილისის სხვადასხვა უბანში, ასეთია:
- გლდანი - 2767 ლარი;
- დიდუბე - 3858 ლარი;
- ვაკე - 4138 ლარი;
- ისანი - 3172 ლარი;
- კრწანისი - 2903 ლარი;
- მთაწმინდა - 4687 ლარი;
- ნაძალადევი - 2767 ლარი;
- საბურთალო - 3567 ლარი;
- სამგორი - 2780 ლარი;
- ჩუღურეთი - 2954 ლარი.