2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მართვის მოწმობა 6 148-მა მოქალაქემ აიღო. შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, აქედან 81 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.
მართვის მოწმობა რუსეთის 34-მა მოქალაქემ აიღო
აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი უცხოელი, რომელმაც მართვის მოწმობა საქართველოში აიღო, რუსეთიდან იყვნენ. უფრო კონკრეტულად, წელს 3 თვეში ქართული მართვის მოწმობა რუსეთის 34-მა მოქალაქემ მიიღო. მეორე ადგილზე არიან ბელარუსის მოქალაქეები, წელს ქართული მართვის მოწმობა 13 პირზე გაიცა. სამეულში მოხვდნენ ინდოეთის მოქალაქეებიც, მათზე 9 მართვის მოწმობა გაიცა.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, 2025 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით ქართული მართვის მოწმობები მიიღეს პაკისტანის (7), აზერბაიჯანის (6) უკრაინის (3), გერმანიის (2), სომხეთის (2) მოქალაქეებმა. თითი-თითო მართვის მოწმობა გაიცა თურქმენეთის, თურქეთის, ზიმბაბვეს, ჩინეთის, შრი-ლანკას მოქალაქეებმა.
საგულისხმოა ისიც, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში მართვის მოწმობა რუსეთის მხოლოდ 19-მა მოქალაქემ მიიღო.
იხილეთ ასევე: მარტივი და იაფი სქემა რუსი მძღოლებისთვის - რატომ იღებენ რუსები მასიურად ქართული მართვის მოწმობებს