გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განხორციელებული მონიტორინგის შედეგად უკანონო თევზჭერის ფაქტები აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე დეპარტამენტის სათაო ოფისის, კახეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და აღმოსავლეთ-ცენტრალური სამსახურების თანამშრომლებმა გამოავლინეს. ბრაკონიერთა ჯგუფები მდინარეებზე თევზის მოპოვებას კანონმდებლობით აკრძალული მოწყობილობით, კერძოდ, ელექტროშოკური აპარატებით ახორციელებდნენ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა ჯიშის 100 კილოგრამამდე თევზის კონფისკაცია მოახდინეს. მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დადგენა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განაგრძობს.