საქმე ეხება ასობით ავტომობილს, რომლებიც ავარიის შემდეგ გერმანიაში ორ ნაწილად იჭრება და შემდეგ დაჭრილი სახით კონტეინერებით საქართველოში ჩამოდის.
გერმანიის "საზოგადოებრივი მაუწყებელი" თაღლითურ ქსელზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში გერმანიიდან სიცოცხლისთვის სახიფათო ავტომობილები ჩამოდის. ჟურნალისტური გამოძიება ამ თემაზე გერმანიის "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" ჩაატარა.
საქმე ეხება ასობით ავტომობილს, რომლებიც ავარიის შემდეგ გერმანიაში ორ ნაწილად იჭრება და შემდეგ დაჭრილი სახით კონტეინერებით საქართველოში ჩამოდის. საქართველოში მანქანებს ხელახლა აწყობენ და ახლის ფასად ყიდიან.
გერმანელმა ჟურნალისტებმა თაღლითურ ქსელზე დაკვირვებისას ერთ-ერთ კონტეინერს ბათუმის პორტში მიაკვლიეს, საიდანაც ავტომობილები თბილისში ასაწყობად და რეალიზაციისთვის წაიღეს. საშუალოდ, ასეთი ავტომობილის ფასი საქართველოში 7 400 დოლარია.
გერმანიის "საზოგადოებრივი მაუწყებელის" სიუჟეტში განმარტებულია, რომ გადაჭრილი მანქანების გადაზიდვით კონტეინერში სივრცე იზოგება და საბოლოოდ, გადამზიდავები თითო კონტეინერში 20 ათას ევრომდე მოგებას ნახულობენ.
ანალოგიური გზებით გერმანიაში ყოველი მეორე უტილიზებული ავტომობილი ძირითადად აღმოსავლეთ ევროპასა და აფრიკაში გადის.
აწყობილი ავტომანქანების მიერ გამოწვეულ საფრთხეებზე საუბრობს ექსპერტი ჰანს ულრიხ სანდერი. "აწყობის ხელოვნება, რასაკვირველია, უმაღლეს დონეზეა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს მაინც ნარჩენია და მეტი არაფერი. ასეთი მანქანების ავარიის შემთხვევაში უსაფრთხოება თითქმის ნულის ტოლია", -აცხადებს ექსპერტი.
გერმანიის "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სიუჟეტი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა.