იყო მილიონერი, სულაც არ ნიშნავს ასობით ათას დოლარს შოულობდეთ თქვენი ბიზნესით.სტარტაპების, ინვესტორებისა და მეწარმეების მრჩეველი მიურეი ნიულენდსი მიიჩნევს, რომ თქვენი სიმდიდრე თქვენი ყოველდღიური გადაწყვეტილებების შესაბამისად იზრდება. მიურეი ნიულენდსი გამილიონერების მსურველებს რამდენიმე რჩევას აძლევს.
იყიდეთ მხოლოდ ის, რაც გჭირდებათ და არა ის, რაც გინდათ
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანებს გამდიდრება უნდათ, იმ ნივთების ყიდვის შესაძლებლობაა, რომელიც ადრე არ ჰქონდათ. ხშირ შემთხვევაში ეს უბრალო ფუფუნების საგნებია, მაგალითად ძვირად ღირებული ავტომობილები, რომლებიც შემდეგ წლობით უყენიათ ავტოფარეხში.
დახარჯეთ იმაზე ნაკლები, ვიდრე გამოიმუშავებთ
ეს ძველი, მაგრამ ძალიან კარგი რჩევაა. თუმცა, აუცილებელია მისი გათვალისწინება, რათა შეძლოთ კაპიტალის დაგროვება.
იყავით მომთმენი
როდესაც გარკვეული დანაზოგი გაგიჩნდებათ, ამას აუცილებლად მოჰყვება მისი დახარჯვის ცდუნება. თუ ამ ცდუნებას ვერ გაუძლებთ, იცოდეთ, რომ სულ უფრო მეტად დაშორდებით თქვენს მიზანს - გახდეთ მილიონერი.
ნუ ისარგებლებთ საკრედიტო ბარათებით
ეცადეთ, უარი თქვათ საკრედიტო ბარათებზე, რადგან ეს თქვენი დამატებითი თავის ტკივილი იქნება. თუმცა, თუ მაინც სარგებლობთ ამ მომსახურებით, აუცილებლად თავის დროზე დააბრუნეთ ფული.
გამოიყენეთ დრო თქვენს სასარგებლოდ
რაც უფრო ადრეულ ასაკში დაიწყებთ ფულის გადანახვას, მით უკეთესი.
ბედნიერებას ფულით ვერ იყიდით
თუ მხოლოდ ფულის გამო მუშაობთ და ამიტომ უარს ამბობთ საყვარელ საქმიანობაზე, გახსოვდეთ, რომ მატერიალური კეთილდღეობა არ გაგაბედნიერებთ.
ცხოვრება არაპროგნოზირებადია
ყოველთვის გქონდეთ "შავი დღისთვის" გადანახული ფული. ეს იქნება იმის გარანტია და დაზღვევა, რომ მოულოდნელობას გაუმკლავდებით.
უარი თქვით ვალებზე
თუ მაინც გაქვთ ვალი, ეცადეთ, რაც შეიძლება მალე გაისტუმროთ. რაც უფრო მეტი ვალი გაქვთ, მით უფრო დამოკიდებული ხართ ფინანსურად სხვებზე და შორს ხართ მიზნისგან, გახდეთ მილიონერი.
იმუშავეთ თავდაუზოგავად
რაც უფრო მეტს იმუშავებთ, მით უფრო ნაკლებად გაქვთ შანსი, განიცადოთ ფინანსური კრახი. ეცადეთ, იპოვოთ მეორე სამსახურით და ამით გაზარდოთ თქვენი დანაზოგი.
დაისახეთ დიდი მიზნები
თუ საკუთარ თავს ამბიციურ გეგმებს დაუსახავთ, ბევრს მიაღწევთ. ეს დამატებითი მოტივაცია იქნება თქვენთვის.
აკეთეთ ის საქმე, რაც მოგწონთ
ფინანსური თავისუფლებისა და წარმატებისკენ ყველაზე მოკლე გზა იმ სფეროში მუშაობაა, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ. ასეთ დროს თქვენ შეძლებთ მალე დაწინაურდეთ სამსახურში და უფრო მეტი ანაზღაურება მიიღოთ.
განახორციელეთ ინვესტირება საკუთარ შესაძლებლობებში
მუდმივი თვითგანვითარებისა და პროფესიული უნარების განვითარების გარეშე წინსვლა გაგიჭირდებათ. ამიტომ ეცადეთ არ გაჩერდეთ, გაეცანით სიახლეებს, აითვისეთ თანამედროვე უნარ-ჩვევები.