ტოპ 100 უმსხვილესი კომპანია საქართველოში

საქართველოს უმსხვილეს კომპანიებს შორის ლიდერი ზედიზედ მეორე წელია კვლავ ”სოკარ პეტროლიუმ ჯორჯიაა”.

ილიას უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის მიერ გამოქვეყნებული უმსხვილესი კომპანიების 2014 წლის რეიტინგის თანახმად, უმსხვილესი კომპანიების ასეულში ყველაზე მეტი კომპანია ნავთობის და გაზის რეალიზაციის სექტორიდან არის - 14%, შემდეგ მოდის ენერგეტიკის სექტორი - 9%, კვების ინდუსტრია - 9% და ვაჭრობის სექტორი - 9%, ტრასპორტი – 8%, ავტოდილერები 7, ფარმაცია – 6%, კომუნიკაცია, მშენებლობა და რითეილი 5-5%, თამბაქოს ინდუსტრია 4% და საყოფაცხოვრებო ტექნიკის რეალიზაცია 4%, აზარტული თამაშები - 3%, აგროსექტორი - 2%, ტექნოლოგიები - 1%.

ამასთან ერთად, ასეულში, რომელიც ეყრდნობა საქსტატის ბრუნვის მაჩვენებლებს, არ შედის საბანკო და სადაზღვევო სექტორი.

2013 წელთან შედარებით, პირველი და მეორე პოზიცია უცვლელია, მეოთხედან მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა ვისოლმა, მესამედან მეოთხეზე კი საქართველოს რკინიგზამ. ათეული დატოვეს ბიპი-მ, ლუკოილ ჯორჯიამ და ენერგო პრო ჯორჯიამ. შესაბამისად, მათი ადგილი ჯორჯიან მარგანეზმა, საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ, სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტმა დაიკავა.

ავტოდილერებს შორის ლიდერობენ ტოიოტა კავკასია და ცენტრალური აზია; ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში – საქართველოს რკინიგზა; მძიმე ინდუსტრია – ჯორჯიან მარგანეზი (გასულ წელს რუსთავის აზოტი); კომუნიკაციები – მაგთიკომი; მშენებლობა – აზერიოლ სერვისი (გასულ წელს შპს ანაგი); თამბაქოს იმპორტი და რეალიზაცია – ელიზი ჯგუფი; აზარტული თამაშები – ქართული კაზინოს ჯგუფი; ფარმაცია და მედიცინა – პსპ ფარმა; უალკოჰოლო სასმელების წარმოება – აიდიეს ბორჯომი, რითეილი – გუდვილი, ტექნიკით ვაჭრობა – ელიტ ელექტრონიქსი, აგროსექტორი – აგარის შაქრის კომპანია (გასულ წელს აგრიკომი), დისტრიბუცია – დიპლომატ ჯორჯია, საინფორმაციო ტექნოლოგიები – იუ ჯი თი.

2014 წლის ბიზნეს სექტორის ტოპ 100 საწარმო საქართველოში:

1.შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
2.შპს ტოიოტა კავკასია და ცენტრალური აზია
3.სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია
4.სს საქართველოს რკინიგზა
5.შპს სოკარ ჯორჯია გაზი
6.შპს რომპეტროლ საქართველო
7.შპს ჯორჯიან მანგანეზი
8.შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია
9.სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია
10.შპს სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტი
11.ბი-ფი ექსპლორეიშენ (კასპიის ზღვა) ლიმიტედის საქართველოს თბილისის ფილიალი
12.სს ენერგო - პრო ჯორჯია
13.შპს პსპ ფარმა
14.შპს მაგთიკომი
15.შპს რუსთავის აზოტი
16.შპს ლუკოილ-ჯორჯია
17.შპს ელიზი ჯგუფიშპს გაზ დისტრიბიუშენ კომპანი
18.შპს გაზ დისტრიბიუშენ კომპანი
19.სს თელასი
20.სს ჯი პი სი
21.შპს ჯეი თი აი კავკასუს
22.აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
23.შპს პსპ -აფთიაქი
24.შპს ავერსი-ფარმა
25.შპს ჯეოსელი
26.შპს ყაზტრანსგაზ-თბილისი
27.შპს ომეგა-2
28.შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია
29.შპს ავერსი-გეოფარმი
30.შპს ტოიოტა ცენტრი თბილისი
31.შპს ქართული კაზინოს ჯგუფი
32.შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია
33.შპს ჯორჯია ტრანზიტი
34.სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი
35.სს სილქნეტი
36.შპს ჯეოსთილი
37.შპს რუსთავის ფოლადი
38.საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
39.შპს ეი-ბი-სი ფარმაცია
40.შპს მობიტელი
41.სს ელიტ ელექტრონიქსი
42.შპს თეგეტა მოტორსი
43.სს RMG Copper
44.სს ლომისი
45.ღია სააქციო საზოგადოება აზერიოლსერვისი-ს ფილიალი საქართველოში
46.შპს ალტა
47.შპს გუდვილი
48.შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია
49.შპს დიპლომატ ჯორჯია
50.შპს ფილიპ მორის საქართველო
51.შპს ჯეო ექსი
52.შპს ოილი
53.შპს ი თი აი
54.სს სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენ
55.შპს აგარის შაქრის კომპანია
56.შპს MAF HYPERMARKETS GEORGIA
57.შპს თ & რ დისტრიბუშენ
58.შპს ბი ენ ბი თრეიდი
59.შპს ქართული სადისტრიბუციო-მარკეტინგული კომპანია
60.შპს ერთობლივი საწარმოს ტოდინი ტაკენაკას ფილიალი საქართველოში
61.შპს ტექნო ბუმი
62.შპს ნიკორა ტრეიდი
63.შპს მტკვარი ენერგეტიკა
64.შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
65.შპს ჯორჯიან ეარვეისი
66.შპს დაფნა
67.სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური (ეი პი ემ ტერმინალს)
68.შპს ანაგი
69.შპს GEOBET
70.შპს აგროსისტემები
71.შპს კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში
72.შპს კავკასუს ონლაინი
73.სს ჰიუნდაი ავტო საქართველო
74.შპს ტავ ურბან საქართველო
75.შპს Portal
76.შპს GDG
77.შპს აიდიეს ბორჯომი თბილისი
78.სს ქართული ლუდის კომპანია
79.შპს აგრიკომი
80.შპს ევროტექნიკს ჯორჯია
81.შპს ინტერ +
82.სს ფუდმარტი
83.შპს RMG Gold
84.შპს შარმ ტრეიდინგი
85.შპს ლიმონი 2009
86.სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა
87.შპს კია მოტორს ჯორჯია
88.შპს მეგაკო
89.შპს ფერი
90.შპს ჯორჯიან პეტროლიუმი
91.შპს ბინული 1
92.შპს ჯი-ემ-პი
93.შპს ბი ემ სი გორგია
94.აკკორდ-ის წარმომადგენლობა (ფილიალი) საქართველოში აკკორდ ჯორჯია
95.შპს იუ-ჯი-თი
96.შპს AGE BATUM
97.შპს შავი ზღვის ტერმინალი
98.შპს საქაერონავიგაცია
99.შპს კავკასიის ავტოიმპორტი
100.შპს ჯი-თი მოტორს