კომპანია „მარშესა“ და „ლიდერფუდის“ ძეხვეულში სოიოს შემცველობა აღმოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ momxmarebeli.ge ავრცელებს.
2015 წლის ივლისის ბოლოს momxmarebeli.ge-მ რამდენიმე სახეობის მოხარშული ძეხვი და სოსისი სოიოს შემცველობაზე შეამოწმა. კერძოდ, შემოწმებას დაექვემდებარა შპს "ნიკორა"-ს წარმოების საექიმო მოხარშული ძეხვი და სოსისი რძიანი; შპს "მარშეს" მოხარშული ძეხვი საექიმო და სოსისი სასკოლო; შპს "ლიდერ-ფუდი"-ს მოხარშული ძეხვი საექიმო და სოსისი მოხარშული შებოლილი რძიანი, შპს "მითანას" წარმოების სოსისი რძიანი4 შპს "კორიდა"-ს მოხარშული ძეხვი საექიმო და სოსისი რძიანი და შპს "მითანა"-ს ავსტრიული მჭლე, მოხარშული ძეხვი.
„რიგ პროდუქტებს სოიოს შემცველობა ეტიკეტზე ან მაღაზიის დახლზე ჰქონდა მითითებული. დანარჩენებს ჩავუტარეთ სკრინინგი (საცდელი შემოწმება) აკრედიტაციის არ-მქონე ქართულ ლაბორატორიაში, რომელმაც აჩვენა, რომ სავარაუდოდ ყველა პროდუქტი სოიოს შეიცავდა“, - ნათქვამია momxmarebeli.ge-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემოწმების მიზნით, მიმდინარე წლის 8 აგვისტოს ლიტვაში, აკრედიტირებულ ლაბორატორიაში შემოწმების მიზნით გაიგზავნა შპს "ნიკორა"-ს წარმოების საექიმო მოხარშული ძეხვი და სოსისი რძიანი; შპს "მარშეს" მოხარშული ძეხვი საექიმო, სოსისი რძიანი და სოსისი სასკოლო; შპს "ლიდერ-ფუდი"-ს მოხარშული ძეხვი საექიმო და სოსისი მოხარშული შებოლილი რძიანი.
ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, სოიოს ცილა აღმოჩნდა“ლიდერფუდის“ მოხარშულ ძეხვში „საექიმო“, „ლიდერფუდის“ - სოსისი მოხარშულ-შებოლილი „რძიანი“ ისე, რომ ეტიკეტზე სოიო შემადგენლობაში მითითებული არ არის.
ასევე სოიოს ცილა აღმოჩნდა „მარშეს“ სოსისი „რძიანში“ და სოსისი „სასკოლოში“ ისე, რომ სოიო შემადგენლობაში მითითებული არ არის.
სოიოს ცილა ალერგიის გამომწვევი ნივთიერებაა. მისი მითითება ეტიკეტზე სავალდებულოა პროდუქტში ძალზე მცირე ოდენობით დამატების შემთხვევაშიც კი.
Momxmarebeli.ge-სშემოწმების შედეგად გაირკვა, რომ „ნიკორას“ რძიან სოსისში და მოხარშულ ძეხვში „საექიმო“ სოიოს ცილა არ აღმოჩნდა. ამასთან, ეტიკეტზე სოიო შემადგენლობაში მითითებული არ არის.