Google-ის ახალგაზრდა პროგრამისტი შემოსავლის დაზოგვის მიზნით ფურგონში ცხოვრობს. „ბიზნეს ინსაიდერის“ ცნობით, 23 წლის ბრენდონს, რომელმაც საკუთარი გვარისა და ფოტოს გავრცელებისგან თავი შეიკავა, მანამდე სან ფრანცისკოში 2 ათას დოლარად ჰქონდა ბინა ნაქირავები.
ბრენდონის თქმით, მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გახდა „გუგლის“ თანამშრომელი, გადაწყვიტა ხარჯები დაეზოგა და დაზოგილი თანხით ვალები გაესტუმრებინა. ახალგაზრდა პროგრამისტმა 10 ათას დოლარად შეიძინა ფურგონის ტიპის ავტომობილი, რომელსაც საცხოვრებლად იყენებს.
„ბიზნეს ინსაიდერის“ ცნობით, „გუგლის“ თანამშრომელს ახლა მხოლოდ 121 დოლარის გადახდა უწევს ყოველთვიურად ავტომობილის დაზღვევაში. ის არ იყენებს ელექტროენერგიას, სატელეფონო საუბრებს კი „გუგლი“ უნაზღაურებს. ბრენდონის თქმით, მას არ სჭირდება ელექტროენერგია, რადგან ფურგონში ბატარეაში მომუშავე რამდენიმე სანათი აქვს, ნოუთბუქს კი ელემენტი მთელი ღამის განმავლობაში ყოფნის. მისივე თქმით, შხაპს ყოველდღიურად „გუგლის“ სპორტულ დარბაზში იღებს და დღეში სამჯერ სადილობს ოფისის სასდილოში. ამ ტაქტიკის საშუალებით 23 წლის პროგრამისტი „გუგლში“ მიღებული ხელფასის მხოლოდ 10%-ს ხარჯავს.