გერმანულმა „ფოლქსვაგენმა“ პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ეკოლოგიური ტესტის შედეგების გაყალბებას იწვევდა, „აუდისა“ და „პორშეს“ მოდელებზეც დაამონტაჟა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენელთა თქმით, მოწყობილობა დამონტაჟებული იყო 2014-2016 წლებში გამოშვებული სამლიტრიანი ძრავის მქონე Porsche Cayenne-სა და Audi Quattro-ში, ასევე თავად „ფოლქსვაგენში“.
სექტემბერში გერმანულმა ავტოკონცერნმა აღიარა, რომ მინიმუმ 11 მილიონ მანქანას აქვს დამონტაჟებული მოწყობილობა, რომელიც ავტომობილის გამონაბოლქვის რეალურ მაჩვენებელს აყალბებს.