საბერძნეთში არსებული ექვსწლიანი ეკონომიკური კრიზისის შედეგად, ახალგაზრდა ბერძენი სექს-მუშაკები მომსახურებას სენდვიჩის ფასად ჰყიდიან.
ამერიკული გამოცემა The Washington Post-ის ინფორმაციით, კვლევის თანახმად, რომლის ფარგლებშიც 17 ათასზე მეტი სექს-მუშაკის საქმიანობის კვლევა მოხდა, აღმოსავლეთ ევროპაში საბერძნეთში ყველაზე მეტი სექს-მუშაკი ქალია, ხოლო სექს-მუშაკის მომსახურება ყველაზე იაფი სწორედ საბერძნეთშია.
„საბერძნეთში ზოგიერთი ქალბატონი ამას მხოლოდ ყველის ღვეზელის ან სენდვიჩის სანაცვლოდ აკეთებს, რომ შიმშილით არ მოკვდეს“, - განუცხადა „ლონდონ თაიმსს“ ათენის პანტეინის უნივერსიტეტის პროფესორმა გრეგორი ლაქსოსმა, რომელმაც კვლევას სამი წელი მოანდომა.
„ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისის დაწყების პერიოდში სექს-მუშაკის მომსახურება 50 ევრო ღირდა, ახლა სექს-მუშაკთან 30 წუთის გატარება 2 ევროდაც არის შესაძლებელი.
ამერიკული გამოცემის თანახმად, სექს-მუშაკთა მომსახურების ფასი მსოფლიო მასშტაბით დაეცა, რადგან ინტერნეტში სულ უფრო მატულობს ასეთი მომსახურების ონლაინ საიტები. ევროპაში სექს-მუშაკთან ერთი საათის გატარება საშუალოდ 180 ევრო ღირდა, თუმცა ახლა ეს ფასი მნიშვნელოვნად შემცირებულია.
საბერძნეთში პროსტიტუცია ლეგალიზებულია. არსებული მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით 18 500 სექს-მუშაკია. კვლევგის თანახმად, მათი პროსტიტუციის გოგონები საბერძნეთში 17-20 წლის ასაკში კავდებიან.
„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, გასულ თვეს სამუშაოს გარეშე დარჩენილმა ბერძენმა ქალბატონმა თავისი 12 წლის გოგონა აიძულა, ფულის სანაცვლოდ დაემყარებინა კონტაქტი მამაკაცთან. 44 წლის ქალბატონს სასამართლომ 33 წლით პატიმრობა მიუსაჯა.