ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თამაზ გაიაშვილი სომხეთში ავიაკომპანია „სომხეთის“ დააფუძნების შესახებ სომხურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
"ეს აბსოლუტური სიცრუეა. ამაზე საუბარი არ ყოფილა", - განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.
სომხურ მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თამაზ გაიაშვილმა
ავიაკომპანია "სომხეთი" დააფუძნა, რომლის აქციების ნაწილი "სომხეთის მოქალაქეებს" ეკუთვნით, მცირე ნაწილი კი თამაზ გაიაშვილს.