კუს ტბისკენ მიმავალ გზაზე ბუტიკის ტიპის სასტუმრო აშენდება

კომპანია ,,არმლენდერ ასოშიეითსი” თბილისში Luxury Boutique-ის ტიპის სასტუმროს აშენებას გეგმავს.

ესკიზურ პროექტზე ღია არქიტექტურული კონკურსი დღეს გამოცხადდა.

სასტუმრო თბილისში ი. ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბისკენ მიმავალი გზის მიმდებარედ განთავსდება და მასში ლუქსის ტიპის ნომრების, საკონფერენციო დარბაზის, საცურაო აუზის, რესტორნის, საუნის, სპა-ცენტრისა და სხვა სახის ინფრასტრუქტურის მოწყობაა დაგეგმილი.

საპროექტო ტერიტორია გამწვანებულ მასივში არსებულ 2820 კვ.მ ფართობზე მდებარეობს.

როგორც ,,საქართველოს არქიტექტორტა ასციაციაში” ,,ბიზნესპრესნიუსს” განუცხადეს, ტერიტორია დამკვეთის საკუთრებაშია და კომპანია ,,არმლენდერ ასოშიეითსი” არსებული ლანდშაფტის მაქსიმალურად შენარჩუნებას აპირებს.

,,მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალწლიანი ნარგავებია. დამკვეთი არ აპირებს მათ გაჩეხვას. მის ინტერესებშია, რომ სწორედ ტერიტორიაზე არესებული მწვანე საფარითა და განსაკუთრებული მდებარეობით მიიზიდოს მომხმარებლები”, - აღნიშანვენ ,,საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციაში.”

ქრისტინე გამთენაძე