უკრაინული ავიაკომპანია Yanair საქართველოში ფრენების სიხშირეს ზრდის

უკრაინული ავიაკომპანია Yanair ივნისიდან ოდესა-ბათუმის მიმართულებით ფრენებს განაახლებს.

უკრაინული მედიის ცნობით, „ბოინგ 737“ ბათუმში რეისებს კვირაში სამჯერ - ოთხშაბათს, შაბათსა და კვირას შეასრულებს.

ბილეთის მინიმალური ფასი ერთი მიმართულებით 105 დოლარი იქნება, ორივე მიმართულებით კი 200 დოლარი ეღირება.

27 მარტიდან Yanair-მა რეისების სიხშირე გაზარდა კიევი-თბილისის მიმართულებითაც. ავიაკომპანია რეისებს კვირაში ორის ნაცვლად, ახლა უკვე ხუთჯერ შეასრულებს. კიევი-თბილისის რეისზე ბილეთის ღირებულება ერთი გზა 90 დოლარიდან დაიწყება, ხოლო ორი გზა 165 დოლარი ეღირება.