უძველესი ტექნოლოგიებით დამზადებული აჭარული ბაქლავა მალე თბილისში გამოჩნდება

თბილისში მალე მსურველს ძველი ტექნოლოგიებით დამზადებული აჭარული ბაქლავას ყიდვის შესაძლებლობა ექნება. ტკბილეულს ბათუმში ტრადიციული მეთოდით - ხელით საწარმო "კოკლოზინაში" ამზადებს. ჯერ წარმოება მცირეა, თუმცა, მისი დამფუძნებელი იმედოვნებს, რომ ბიზნესს მალე განავითარებს და მთელ საქართველოს მოიცავს.

"აჭარული ბაქლავას მსგავსი გემრიელი ტკბილეული საქართველოში არ არსებობს", - ამბობს "კოკლოზინას" დამფუძნებელი მურმან გორგოშაძე და აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს ამ გემრიელი ნუგბარის დაგემოვნების სურვილი ექნება, "კოკლოზინა" წარმოებას გაზრდის, რათა თავისი პროდუქცია მთელ საქართველოს მიაწოდოს.

როგორია "კოკლოზინას" სამომავლო გეგმები და პერსპექტივები, ამის შესახებ Allnews.ge-ს თავად მურმან გორგოშაძე ესაუბრა.

წარმოების პირველი ეტაპი და საწყისი კაპიტალი

"ბაქლავა საკმაოდ პოპულარული ტკბილეულია აჭარაში და ამანაც შეუწყო ხელი ჩემს წამოწყებას. "კოკლოზინამ" ფუნქციონირება გასული წლის აგვისტოში დაიწყო. ძირითადად, აჭარულ ბაქლავას ვაწარმოებთ, ასევე, შაქარლამას და მშრალ ტკბილეულს. ბიზნესის წამოსაწყებად საკმაოდ დიდი საწყისი კაპიტალია საჭირო. წარმოება პირადად მე დავიწყე, ჩემი თანხებით.

ასევე, გასული წლის დეკემბერში მონაწილეობა მივიღეთ თბილისში, ქარვასლაში გამართულ გამოფენა-გაყიდვაში, სადაც ჩვენმა პროდუქციამ ყველაზე მაღალი რეიტინგი და მოწონება დაიმსახურა".

აჭარული ბაქლავას დამზადების პროცესი და ტექნოლოგია

აჭარული ბაქლავას მსგავსი გემრიელი ტკბილეული საქართველოში არ არსებობს. ჩვენი ბაქლავა ძველი ტექნოლოგიებით, ხელით კეთდდება. სტანდარტული ულუფა 30 ნაჭრიანია და 40 ფენით კეთდება. დამზადების პროცესი ძალიან შრომატევადი და ხანგრძლივია. თითოეულ ფენას დამუშავება, ნიგვზის ჩადება, შაქარი და ა.შ. სჭირდება.

განაგრძეთ კითხვა

თამარ კორკოტაშვილი