ინვესტიციების განსახორციელებლად ხელსაყრელი ქვეყნების სიაში, საქართველო 32-ე ადგილზეა.
ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური გამოცემა FP ავრცელებს.
თუ მუშაობ იმ კომპანიაში, რომელსაც ბიზნესი საზღვარგარეთ აქვს, ან ხარ ინვესტორი და გაინტერესებს მსოფლიოს რომელ კუთხეში იქნება მომგებიანი შენი ბიზნესი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში - FP გთავაზობს იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც 2014 წელს ინვესტიციის განხორციელება მომგებიანი იქნება.
როგორც უცხოური ჟურნალი იუწყება, მხოლოდ ბოლო 12 თვის განმავლობაში, საკმაოდ ბევრი რამ შეიცვალა გლობალურ საინვესტიციო გარემოში.
ძირითადი სარგებლის ინდექსის მიხედვით, FP-ის მიერ შედგენილ სიაში შემდეგი ქვეყნები ლიდერობენ:
იქიდან გამომდინარე, რომ სია 112 ქვეყნისგან შედგება, საქართველოს საკმაოდ კარგი ადგილი უკავია. ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით, უცხოურმა გამოცემამ მას 32-ე ადგილი მიუჩინა. სიის ბოლოში კი ვენესუელაა.