"რია ნოვოსტი" - "ინტერ რაომ", შესაძლოა, საქართველოში აქტივების ნაწილი გაყიდოს

რუსულმა "ინტერ რაო"-მ, შესაძლოა, საქართველოში აქტივების ნაწილი გაყიდოს. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" კომპანიასთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით იტყობინება.

სააგენტოს სანდო წყაროს ინფორმაციით, საუბარია "მტკვარი ენერგეტიკაზე". ამასთან, რუსული კომპანიის პრესსამსახურში რუსულ მედიასაშუალებას ეს ინფორმაცია არ დაუდასტურეს.

სხვა ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე