მთავრობამ თამბაქოს კონტროლის ხუთწლიანი გეგმა დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ თამბაქოს კონტროლის 2013-2018 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა,რომ სამოქმედო გეგმა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს:

"პირველია საგანმანათლებლო სამუშაო, რათა ახალგაზრდებმა მოწევის დაწყებისაგან თავი შეიკავონ ; მეორე - მოწევისთვის თავის დანებებაში დახმარება; ხოლო მესამე - პასიური მოწევით გამოწვეული ზიანის შემცირება", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, საქართველოს მთავრობას თამბაქოს კონტროლის სტრატეგია დიდი ხანია შემუშავებული აქვს, დღევანდელ სხდომაზე კი კონკრეტულ უწყებებსა და დროზე გაწერილი სამოქმედო გეგმა დამტკიცდა.