გამოცემა Business Insider-მა შეაგროვა 16 საკვირველი ფაქტი რუსეთის შესახებ.
1.რუსეთის და პლანეტა პლუტონის ფართობი თითქმის ტოლია რუსეთის ზედაპირის ფართობი 17 მლნ კვ.კმ-ია, პლუტონისა კი 16.6 მლნ კვ.კმ.
2. რუსეთს 9 სასაათო სარტყელი აქვს - მსოფლიოში არცერთ ქვეყანას არ აქვს ამდენი სასაათო სარტყელი. 2010 წლამდე რუსეთს 11 სასაათო სარტყელი ჰქონდა.
3. თუ შევაერთებთ რუსეთის ნავთობისა და გაზსადენების მილებს, მათი სიგრძე დედამიწას მინიმუმ 6-ჯერ შემოწვდება. მილსადენების სიგრძე 259.913 კმ-ია, მაშინ, როდესაც ჩვენი პლანეტის გარშემოწერილობა 40.075 კმ.
4. რუსეთის ბუნებრივი აირის მარაგს შეუძლია შეავსოს დაახლოებით, 13.2 მლრდ ოლიმპიური საცურაო აუზი.
5. რუსეთს 87 მლრდ ბარელი ნავთობის მარაგი აქვს, რაც ქვეყანას კიდევ 75 წელი ეყოფა. 2012 წლის სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანა დღე-ღამეში 3.2 მლნ ბარელ ნავთობს მოიხმარს.
6. რუსეთს მსოფლიოში ყველაზე დიდი ოდენობის გამდიდრებული ურანი აქვს. ქვეყანა 695 ტონა გამდიდრებულ ურანს ფლობს, რაც მსოფლიო მარაგის ნახევარია. მეორე ადგილზე აშშ 604 ტონით.
7. მსოფლიოში ყველაზე ღრმა ტბა - ბაიკალი მსოფლიოში მტკნარი წყლის მარაგის 1/5-ს შეიცავს.
8. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში რუსეთის მოსახლეობა 6.6 მლნ ადამიანით შემცირდა. 2010 წლისთვის ქვეყანაში 141.9 მლნ ადამიანი იყო, პროგნოზის მიხედვით, 2050 წლისთვის ეს რიცხვი 11%-ით - 126.6 მლნ-მდე შემცირდება.
9. მკვლელობების რიცხვით, რუსეთი ორჯერ აჭარბებს აშშ-ს (9.7 მკვლელობა 100 000 ადამიანზე, აშშ-ში ეს რიცხვი 4.7-ია) თუმცა, წელიწადში ჩადენილი მკვლელობების საერთო რიცხვით, რუსეთი აშშ-ს ჩამორჩება.
10. რუსეთი ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ქვეყანაა. 1992 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში 56 ჟურნალისტი მოკლეს. ძირითადად, მიზანმიმართულად.
11. რუსები სულ მცირე ორჯერ მეტ ალკოჰოლს სვამენ კვირაში, ვიდრე ამერიკელები. თუმცა, ლიდერობა სამხრეთ კორეას უჭირავს, სადაც საშუალოდ ორჯერ მეტს სვამენ, ვიდრე რუსეთში.
12. ყოველდღიურად, მოსკოვის მეტროს მგზავრთა ნაკადი 9 მლნ ადამიანს შეადგენს. ეს იმაზე მეტია, ვიდრე ნიუ-იორკისა და ლონდონის მიწისქვეშა გადასასვლელებში ერთად.
13. ჩელიაბინსკის ოლქში, ყარაჩაის ტბასთან დგომისას შესაძლოა, მიიღოთ რადიაციის სასიკვდილო დოზა. გასული საუკუნის შუა ხანებიდან აქ რადიოაქტიურ ნარჩენებს ინახავენ.
14. რუსები ამერიკელებზე 6-ჯერ მეტ ჩაის სვამენ.
15. რუსეთმა ამერიკელებს ალასკა 7.2 მლნ დოლარად 1868 წელს მიჰყიდა. ანუ, აშშ-მა ერთ აკრ მიწაში რუსეთს 2 ცენტზე ნაკლები გადაუხადა. შტატის მთლიანი ტერიტორია 600 000 კვ.მილია.
16. 20 ყველაზე მდიდარი რუსის საერთო ქონება 227 მილიარდ დოლარზე მეტად ფასდება. ეს პაკისტანის მშპ-ზე ( 215 მლრდ) მეტია.