ჩინელმა მილიარდერმა 6 400 თანამშრომელს საფრანგეთში არდადეგები მოუწყო

ჯგუფის ფრანგული შვებულება კომპანიას დაახლოებით 13 მილიონი ევრო დაუჯდება

ჩინელმა მილიარდერმა, კომპანია "ტიენს ჯგუფის" მფლობელმა ლი ცზინუანმა კომპანიის 6 400 თანამშრომელი საფრანგეთში დასასვენებლად წაიყვანა.

ფრანგული მედიის ცნობით, ლი ცზინუანმა თანამშრომლებისთვის პარიზში 140-მდე სასტუმრო დაჯავშნა, კანსა და მონაკოში 4 და 5-ვარსკვლავიანი 79 სასტუმროს 4 760 ოთახი.

ჩინელმა მილიარდერმა თანამშრომლებს ასეთი დღესასწაული კომპანიის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად მოუწყო. "ტიენს ჯგუფის" თანამშრომლები ორ დღეს პარიზში გაატარებენ, შემდეგ კი ნიცასა და მონაკოს მოსანახულებლად გაემგზავრებიან

ფრანგულმა სარკინიგზო კომპანიამ SNCF-მა სპეციალურად "ტიენს ჯგუფის" თანამშრომლების მომსახურებისთვის ნიცაში ორი დამატებითი მატარებელი დანიშნა.

ჯგუფის ფრანგული შვებულება კომპანიას დაახლოებით 13 მილიონი ევრო დაუჯდება. საფრანგეთის ტურიზმის ისტორიაში ეს ყველაზე გრანდიოზული მოვლენაა, რაც მის ეკონომიკას მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

ჩინური კონგლომერატი "ტიენს ჯგუფი"  ბიოტექნოლოგიების, სასტუმრო ბიზნესისა და ფინანსურ მომსახურების სფეროში საქმიანობს. კომპანიაში 12 ათასი თანამშრომელია დასახმებული.  57 ლი ცზინუანი ჩინეთის მდიდარი ადამიანების რეიტინგში 24-ე ადგილს იკავებს.