მდიდარი მოსახლეობის 10% 9,6-ჯერ მეტს გამოიმუშავებს ღარიბი მოსახლეობის 10%-ზე
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)-ის ცნობით, მსოფლიოში მდიდრებსა და ღარიბებს შორის უთანასწორობის მაჩვენებელი რეკორდულ დონემდე გაიზარდა.
”ბიბისის” ინფორმაციით, როგორც OECD-ის ანგარიშშია აღნიშნული, ორგანიზაციაში გაერთიანებულ 34 ქვეყანაში მდიდარი მოსახლეობის 10% 9,6-ჯერ მეტს გამოიმუშავებს ღარიბი მოსახლეობის 10%-ზე.
OECD-ის ანგარიშის თანახმად, ნაწილობრივ ასეთი სხვაობა ქვეყნების მდიდარი და ღარიბი მოსახლეობის განათლების დაბალი დონით არის განპირობებული, რაც საბოლოოდ ნაკლებად ეფექტიან მუშახელში აისახება. ამასთან ერთად, ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ მდიდარ და ღარიბ მოსახლეობას შორის უთანასწორობამ შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა შეაფერხოს. OECD აერთიანებს ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობას, ასევე აშშ-ს, კანადას, ავსტრალიასა და იაპონიას.
კოლუმბიის ბიზნეს-სკოლის პროფესორის ჯო სტიგლიცის განცხადებით, პრობლემა მხოლოდ განათლების დაბალ დონეში არ არის.
”რეალური პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თამაშის წესები მონოპოლისტების, მსხვილი კორპორაციების ხელმძღვანელთა სასარგებლოდ არის შედგენილი. დღესდღეობით, მსხვილი კომპანიის დირექტორი რიგით თანამშრომელზე 300-ზე მეტს იღებს. რამდენიმე წლის წინ კი ეს სხვაობა 20-30-ით მეტი იყო”, - აღნიშნავს კოლუმბიის ბიზნეს-სკოლის პროფესორი ჯო სტიგლიცი.