"ზარას" დამფუძნებელის ქონება ერთ დღეში 2,2 მილიარდი დოლარით შემცირდა
საბერძნეთში არსებული კრიზისის ფონზე მსოფლიოს საფონდო ბაზრების ვარდნის გამო, პლანეტის ყველაზე მდიდარმა 400-მა ადამიანმა ორშაბათს საღამოს საერთო ჯამში, 70 მილიარდი დოლარი დაკარგეს.
"ბლუმბერგის" "მილიარდერთა ინდექსის თანახმად, მილიარდერთა ქონება პროცენტული მაჩვენებლით 1,5 პროცენტზე მეტით შემცირდა. საშუალოდ კი თითოეულ მათგანზე 175 მილიონი დოლარის დანაკარგი მოდის.
"ბლუმბერგის" 30 ივნისის მონაცემებით, ყველაზე დიდი დარტყმა ესპანელი მილიარდერის ამანსიო ორტეგას ქონებას მიადგა. "ზარას" დამფუძნებელმა ერთ დღეში 2,2 მილიარდი დოლარი დაკარგა, რაც მისი ქონების 3,2%-ია. მსოფლიოს ნომერ მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანის - ამანსიო ორტეგას ქონება "ბლუმბერგის" ბოლო მონაცემებით, 69,2 მილიარდი დოლარია.
1,6 მილიარდი დოლარი დაკარგა ამერიკელმა ინვესტორმა უორენ ბაფეტმა, რომლის ქონებაც 67,1 მილიარდ დოლარს შეადგენს.
რაც შეეხება მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანს - ბილ გეიტს, მისი ქონება 1,4 მილიარდი დოლარით შემცირდა.
ამასთან ერთად, "ბლუმბერგის" ინფორმაციით, მსოფლიოს 400 ყველაზე მდიდარი ადამიანიდან 12-მა მილიარდერმა 29 ივნისს განვითარებული მოვლენების ფონზე არ იზარალა. პირიქით, მათ ქონება რამდენიმე მილიარდით გაზარდეს.
ყველაზე იღბლიანი ნიგერიელი მილიარდერი, აფრიკის ყველაზე მდიდარი ადამიანი ალიკო დანოტე აღმოჩნდა, რომლის ქონების ზრდამაც 180 მილიონი დოლარი შეადგინა. საერთო ჯამში კი ნიგერიელი მილიარდერის ქონებამ ამ მაჩვენებლით 15,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
"ბლუმბერგის" ცნობით, მსოფლიოს 400 ყველაზე მდიდარი ადამიანი საერთო ჯამში, 400 ტრილიონი დოლარის მფლობელია, რაც დაახლოებით 400 მილიარდი დოლარით მეტია გერმანიის მშპ-ზე.