სოციალური სტატუსისა და ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, მსოფლიოს გარშემო არის ადგილები, რომელთა მონახულება ყველაზე გავლენიანებისთვის, მდიდრებისა და ცნობილებისთვისაც კი აკრძალულია.
კოკა-კოლას სარდაფი, აშშ, ჯორჯიის შტატი
ას წელიწადზე მეტია, უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე კოკა-კოლა უპირობო ლიდერია. ათწლეულების განმავლობაში კომპანია პოპულარული სასმელის რეცეპტის საიდუმლოს გულმოდგინედ ინახავს.
სარდაფი, სადაც კოკა-კოლას რეცეპტი ინახება, ჯორჯიის შტატში, ატლანტაში ინახება და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კარგად აღჭურვილ და დაცულ ადგილად მიიჩნევა.
პოლიგონი „ვუმერა“, ავსტრალია
მსოფლიოში ყველაზე დიდ, „ვუმერას“ პოლიგონზე უცხო პირთა შესვლა სასტიკად აკრძალულია, რადგან ეს სამხედრო დანიშნულების ობიექტია. პოლიგონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ავსტრალიის შეიარაღებული ძალებისთვის, რადგან „ვუმერას“ ტერიტორიაზე სხვადასხვა იარაღს ცდიან.
რეზერვაცია „ვალე დო იავარი“, ბრაზილია
„ვალე დო იავარის“ რეზერვაცია ამაზონის ჯუნგლებში მდებარე ზონაა, სადაც უკვე ასობით წელიწადია, ადგილობრივი ტომები სრულ იზოლაციაში ცხოვრობენ. რეზერვაციის აღმოჩენა მხოლოდ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოსურათებით გახდა შესაძლებელი. ბრაზილიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 77 000 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაზე უცხო პირთა შესვლა აკრძალულია.
ჩრდილოეთ სენტინელის კუნძული, ბენგალის ყურე
ჩრდილოეთ სენტინელის კუნძული ინდოეთის ოკეანეში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია, თუმცა იქ მოხვედრა არავის შეუძლია. კუნძულის მოსახლეობა ცივილიზებულ სამყაროსთან რაიმე სახის კონტაქტზე უარს აცხადებს, ამიტომ იქ ჩასული უცხოელი შეიძლება სიკვდილითაც დასაჯონ.
ქალაქი მეჟგორიე, რუსეთი
რუსეთის ბაშკირეთში მდებარე ქალაქი მეჟგორიე დახურული ქალაქია, რადგან იქ ცხოვრობენ საიდუმლო საწარმოებზე დასაქმებული ადამიანები. ნატო-ში მიიჩნევენ, რომ ქალაქის ისტორია ბირთვული იარაღის წარმოებას უკავშირდება. საინტერესოა, რომ მეჟგორიეში ჩასვლა მხოლოდ სპეციალური საშვითაა შესაძლებელი.
სურტსეის კუნძული, ისლანდია
სურტსეი - დაუსახლებელი კუნძულია, რომელიც ქვეყნის ყველაზე სამხრეთით მდებარე წერტილში მდებარეობს. სურტსეი 1963 წელს, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოიქმნა. კუნძული იმდენად უნიკალურია, რომ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეყვანილი. სურტსეი - ულამაზესი ადგილია, თუმცა სეისმური აქტივობის გამო, კუნძულზე ჩასვლა შეუძლებელია.
„პაინ გეპი“, ავსტრალია
„პაინ გეპი“ - გასაიდუმლოებული სამხედრო ბაზაა ავსტრალიის უდაბნოებში. ამბობენ, რომ ობიექტის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატების ცდები ტარდება. ბაზა 1970 წელს დაარსდა, თუმცა მასზე საუბარი ავსტრალიის მთავრობას არ უყვარს. ბაზის ტერიტორიაზე შესვლა სასტიკადაა აკრძალული.
პრიპიატი, უკრაინა
პრიპიატი უკრაინის ჩრდილოეთით მდებარე მიტოვებული ქალაქია. ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა და მას შემდეგ იქ აღარავინ ცხოვრობს. რადიაციის მაღალი დონის გამო, პრიპიატში ჩასვლა მხოლოდ სპეციალისტების თანხლებით არის დასაშვები.
გველების კუნძული, ბრაზილია
ბრაზილიის გველების კუნძულზე ჩასვლას ნამდვილად არ გირჩევთ. კუნძულზე 4 000-მდე სახეობის შხამიანი გველი ბინადრობს. ადამიანების უსაფრთხოების მიზნით, ბრაზილიის მთავრობამ კუნძულზე ჩასვლა აკრძალა.
უაიტის ჯენტლმენთა კლუბი, ინგლისი
ლონდონში მდებარე უაიტის ჯენტლმენთა კლუბი ყველაზე საიდუმლო თემია ინგლისში, რომელიც 1674 წელს დაარსდა. კლუბის წევრები მხოლოდ საზოგადოების მაღალი ფენისა და ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანები არიან. კლუბის წევრებს შორის ირიცხებიან პრინცი უილიამი, პრინცი ჩარლზი და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრები.
ოთახი 39
ჩრდილოეთ კორეაში მდებარე "ოთახი 39" საიდუმლო ორგანიზაციაა, სადაც გავრცელებული ხმებით, ორგანიზაციის წევრებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის არაკანონიერი სავაჭრო გარიგებები მიმდინარეობს, მათ შორის ფულის გათეთრება და ნარკოტიკებით ვაჭრობა. თუმცა, არავინ იცის, კონკრეტულად სად მდებარეობს ეს ოთახი. ერთ-ერთი ვერსიით, ოთახი 39 ფხენიანში, მუშათა პარტიის სარდაფშია განთავსებული.