თბილისში, ცენტრალური ფოსტის ყოფილ შენობაში, კომპანია „სილქ როუდ ჯგუფი“ ახალი სასტუმროს მშენებლობას გეგმავს.
როგორც ”ბიზნესპრესნიუსს” კომპანია ”სილქ როუდ ჯგუფში“ განუცხადეს, სასტუმრო Radisson Blu Telegraph-ის მოწყობითი სამუშაოები დაახლოებით, 2016 წლის ზაფხულში დაიწყება და, სავარაუდოდ, 12 თვეში დასრულდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 30-35 მილიონ დოლარამდეა.
”ისევე როგორც „რედისონ ბლუ ივერია“, „რედისონ ბლუ ტელეგრაფიც“ კომპანია Carlson Rezidor Group-ის მმართველობის ქვეშ იქნება. დაგეგმილია შენობის სრული რეკონსტრუქცია, რის შედეგადაც 170-180 ნომრიან 5-ვარსკვლავიან სასტუმროს მივიღებთ”, - აცხადებენ კომპანიაში.
სასტუმრო Radisson Blu Telegraph -ში საკონფერენციო და საბანკეტო დარბაზები, სპორტული დარბაზი, სტანდარტული, ბიზნეს და უმაღლესი კლასის ოთახები, ასევე, საპრეზიდენტო სიუტი და პენტ ჰაუზი იქნება. სასტუმროს პირველ სართულზე კი ჯაზ-კლუბი განთავსდება.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე