მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ლაინერის მეორე ვერსია „ტიტანიკი II“ 2018 წელს გაცურავს.
ხომალდის შექმნაზე ავსტრალიელი მილიარდერი კლაივ პალმერი მუშაობს, რომელიც კომპანია Blue Star Line-ის მფლობელია.
მილიარდერის თქმით, ხომალდის გაშვება მიმდინარე წელს იყო დაგეგმილი, თუმცა „ტიტანიკი II” 2018 წელს გაცურავს.
ახალი ლაინერი პრაქტიკულად ძველი მდიდრული ხომალდის იდენტური იქნება, რომელიც 1912 წელს აისბერგთან შეჯახების შედეგად ჩაიძირა.
ერთადერთი განსხვავება, რომლითაც Titanic II ვიზუალურად განსხვავებული იქნება ”წინამორბედისგან”, გაბარიტებია - ახალი ლაინერი უფრო განიერი იქნება.
”ახალ ტიტანიკს, რა თქმა უნდა, თანამედროვე საევაკუაციო სისტემა, სატელიტური კონტროლი, ციფრული ნავიგაცია, სარადარო სისტემა და ყველა ის საჭირო ნივთი ექნება, რომლითაც უნდა იყოს აღჭურვილი 21-ე საუკუნის ხომალდი”, - აცხადებს კლაივ პალმერის კომპანიის Blue Star Line-ის გლობალური მარკეტინგის ხელმძღვანელი ჯეიმს მაკდონალდი.
ვიზუალური მინიმალური სხვაობის გარდა, განსხვავება არის მარშრუტშიც - თუ ლეგენდარულმა ”ტიტანიკმა” ინგლისის საუთჰემპტონიდან აიღო კურსი და ატლანტიკის გავლით ნიუ იორკისთვის უნდა მიეღწია, ახალი ხომალდის გაცხადებული მარშრუტი აზიაში იქნება - „ტიტანიკი II” გეზს აღმოსავლეთ ჩინეთის ქალაქ ჯიანგსუდან არაბეთის გაერთიანებული საამიროების მიმართულებით აიღებს.
კოკა კვირკველია