შოკოლადების მოყვარულებისთვის წამზომი ჩაირთო. ამის შესახებ „ალ ჯაზირა“ წერს. გამოცემის ცნობით, მსოფლიოში 2020 წლისთვის კაკაოს მოსავლის მოსალოდნელი შემცირების და შოკოლადზე მოთხოვნის ზრდის შედეგად, შოკოლადის „დეფიციტი“ იქნება.
კაკაოს მომავალი ერთგვარ გამოცანად რჩება, ვინაიდან კლიმატური ცვლილებები რა შედეგებს მოიტანს, არავინ იცის. ამასთან, ანალიტიკოსების თქმით, შოკოლადისა და კაკაოს მოხმარების ზრდა აზიაში, განსაკუთრებით კი ინდოეთში, მომავალში შოკოლადის წარმოების შემცირებას გამოიწვევს.
ამასთან, ექსპერტების მოსაზრებით, კლიმატური მოვლენა „ელ ნინიოს“ გამო, 40 000 ტონა კაკაოს მოსავლის განადგურებაა მოსალოდნელი.
„ელ ნინიო“ ეკვადორსა და ინდონეზიაზე მოახდენს გავლენას. დასავლეთ აფრიკაში უფრო მშრალი ამინდი დაიწყება“, - აღნიშნა ბაზრის მკვლევარმა, პამელა თორტონმა.
კაკაოს მწარმოებელ ქვეყნებს, ძირითადად, ბრაზილია და აფრიკის ქვეყნები წარმოადგენენ. ანალიტიკოსების პროგნოზით, კაკაოს წარმოება მომდევნო ათი წლის განმავლობაში შემცირდება ბრაზილიაშიც.