ონლაინ-სესხების გამცემი საკრედტო ორგანიზაციები საზოგადოებისთვის დიდი ხანია "თავის ტკივილად" იქცა, როგორც ონლაინ სესხების გამცემი ვებ-გვერდები იუწყებიან, მათი გაცემული პირველი კრედიტი უპროცენტოა და ამ ფაქტის რეკლამირებას აქტიურად ახდენენ, თუმცა მეორედ და მესამედ აღებული სესხების საპოცენტო განაკვეთბეზე არაფერს საუბრობენ.
ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციები მომხმარებელზე მოკლევადიან მცირე სესხებს ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე, მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველე გასცემენ რომლის დამტკიცებასაც 15 წუთიდან 1 საათამდე დრო სჭირდება. სესხის ასაღებად ერთადერთი მთხოვნა კლიენტის ასაკია. საკრედიტო ორგანიზაციები კლიენტის მინიმალურ ასაკად 20-21 წელს ასახელებენ.
აღსანიშნავია, რომ პირველი უპროცენტო სესხი მხოლოდ ზოგიერთ ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციებს აქვთ, ხოლო უმეტესობას არც მსგავსი შეღავათი აქვს მომხმარებლისთვის.
პირველი, რაც ონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაციების შესახებ მომხმარებელმა უნდა იცოდეს, ისაა, რომ მსგავსი ძვირადღირებული კრედიტები საქართველოში არ არსებობს. ამის ნათლად წარმოსაჩენად ჩვენ რამდენიმე საკრედიტო ორგანიზაციის სესხების წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთები გამოვთვალეთ ეროვნული ბანკის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის კალკულატორით, რომლის თანახმადაც მიღებულმა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ონლაინ სესხების სრული უმრავლესობის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 500-დან 1000%-მდეა, რაც ქართული სარკედიტო ბაზრისთვისაც არნახულად ძვირი საკრედიტო რესურსია.
განვიხილოთ კონკრეტული მაგალითები, ყველასათვის კარგად ცნობილ ონლაინ საკრედიტო ორგანიზაცია "ვივუს.გე"-ზე, მართალია პირველი სესხის აღება უპროცენტოა და ამაზე აქცენტსაც ხშირად აკეთებენ კომპანიის წარმომადგენლები, თუმცა, თუკი განმეორებითი სესხის აღებას გადაწყვეტთ, მაშინ თქვენ საკმაოდ მაღალი, 450%-ის გადახდა მოგიწევთ. ვებგვერდზე კლიენტს 10-დან 650 ლარამდე სესხის აღება შეუძლია მაქსიმუმ 30 დღის ვადით. თუ კლიენტი 400 ლარს 30 დღის ვადით აიღებს, 60 ლარის საკომისიოს გადახდა მოუწევს, შესაბამისად, მომხმარებელს 1 თვის შემდგომ 460 ლარის გადახდა უწევს. ეროვნული ბანკის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის კალკულატორის თანახმად, ამ კრედიტის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 450%-ია.
გიორგი კაპანაძე
გაზეთი "ბანკები და ფინანსები"