ყვავილების თაიგული ერთ-ერთ ძვირად ღირებულ საჩუქარს წარმოადგენს. მით უმეტეს მაშინ, როდესაც თაიგული იშვიათი და განსაკუთრებული ყვავილებისგან შედგება. გთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ყვავილების რეიტინგს:
1. ლიზიანტუსი (ერთი კონა 10-35 დოლარი) - ეს ყვავილი ხარობს როგორც სახლში, ასევე ეზოშიც. იგი 60 სანტიმეტრამდე იზრდება. ეს ყვავილი ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულია, ვინაიდან დაკრეფის შემდეგ რამდენიმე კვირა არ ჭკნება.
2. მინდვრის შროშანი (ერთი კონა 15-50 დოლარი) - იგი გამოირჩევა სურნელით და ყვავის გვიან გაზაფხულზე. შროშანის ყვავილობა მხოლოდ რამდენიმე კვირას გრძელდება.
3. ჰორტენზია (ერთი კონა 6.5 დოლარი) - ეს ყვავილი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია და დაკრეფის შემდეგ დიდხანს ცოცხლობს. ეს ექსტრავაგანტული ყვავილი ზაფხულში ყვავის. ჰორტენზია შეიძლება იყოს ლურჯი, ვარდისფერი, მეწამული და იისფერი.
4. გლორიოსა (ერთი ცალი 6-10 დოლარი) - ეს ყვავილი, ძირითადად, სამხრეთ აფრიკაში ხარობს. იგი ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულია, ვინაიდან იშვიათი და უნიკალურია.
5. ტიტა (ერთი კონა 9 დოლარზე მეტი ღირს) - იგი ფერებითა და ფორმით გამოირჩევა. შემოდგომაზე ირგვება და გაზაფხულზე ყვავის. მე-17 საუკუნეში იგი 5 700 დოლარად იყიდებოდა, „ტიტების მანიის“ პერიოდში, როდესაც ბაზრის მონაწილეები მზად იყვნენ ამ ყვავილში აბსურდულად მაღალი ფასები გადაეხადათ.
6. ზაფრანა (დაახლოებით ნახევარი კილო 1 500 დოლარი ღირს) - იგი ერთ-ერთ უნიკალურ ყვავილს წარმოადგენს. მას ხმელთაშუაზღვის რეგიონსა და აზიაში არაერთი კერძის სანელებლადაც იყენებენ.
7. ორქიდეა Gold of Kinabalu Orchid (ერთი ცალი 5000 დოლარი ღირს) - იგი ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ყვავილია, რაც კი ოდესმე გაყიდულა. იგი მხოლოდ მალაიზიის ეროვნულ პარკშია. ეს ყვავილი ერთ-ერთი უიშვიათესი სახეობაა. მისი ზრდის პროცესი დიდხანს გრძელდება. იგი აპრილიდან მაისში იზრდება და შესაძლოა, რამდენიმე წელიწადის შემდეგ აყვავდეს.
8. ორქიდეა Shenzhen Nongke Orchid (200 000 დოლარი) - ეს კიდევ ერთი სახეობის ორქიდეაა, რომელიც ადამიანმა შექმნა ცდის საფუძველზე. მკვლევარები რვა წელი მუშაობდნენ ამ სახეობის ორქიდეის გამოყვანაზე. მის გაზრდას და აყვავებას 4-5 წელი სჭირდება და სილამაზესთან ერთად გამოირჩევა დელიკატური გემოთიც. ალბათ, ვერავის წარმოუდგენია, რომ ეს ყვავილი 200 000 დოლარი შეიძლება ღირდეს.
9. „ჯულიეტას ვარდი“ (15,8 მილიონი) - ამ ყვავილის დებიუტი 2006 წელს ჩელსის ყვავილების გამოფენაზე შედგა. მისმა სილამაზემ და ელეგანტურობამ მოგვიანებით მთელი მსოფლიო დაიპყრო. ამ სახეობის ვარდი 15 წლის განმავლობაში იქმნებოდა.
10. Kadupul Flower - ეს ყვავილი შეუფასებელია. ეს კაქტუსის ერთ-ერთი სახეობაა. იგი ძირითადად ყვავის შრი-ლანკაში ტროპიკული ტყეებში და გამოიყენება ბაღების მორთვისთვის. ამ ყვავილის ყიდვა არავის შეუძლია დედამიწაზე, ვინაიდან იგი შეუფასებელია.