მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთის კლუბი „გუანჩჟოუ ევერგრანდი“ გახდა. ამის შესახებ ჩინური მედია წერს. გავრცელებული ცნობით, აღნიშნულმა კლუბმა მადრიდის „რეალს“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ გაუსწრო.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთის საფონდო ბირჟაზე „გუანჩჟოუ ევერგრანდის“ ღირებულებამ 3.35 მილიარდ დოლარს მიაღწია. „რეალის“ ღირებულება კი 3.26 მილიარდი დოლარია, ხოლო „მაჩნესტერის“ 2.35 მილიარდი დოლარი.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩინურმა კლუბმა 61 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
„გუანჩჟოუ ევერგრანდი“ 1954 წელს დაარსდა, მისი მთავარი მწვრთნელი ბრაზილიელი ლუიშ ფელიპე სკოლარია. აღნიშნული კლუბი ცნობილია მაღალი დონის „შენაძენებით“. მაგალითად, გასულ წელს, კლუბმა 42 მილიონ ევროდ თავდამსხმელი ჯექსონ მარტინესი იყიდა. „გუანჩჟოუ ევერგრანდის“ წევრები არიან ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, როგორიცაა ბრაზილიელი პაულინიო და რიკარდო გულარტი.