რომელია ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები საქართველოში – მთავრობის კვლევის შედეგი

ბარმენი, გამყიდველ-კონსულტანტი, გიდი, ზეინკალი, კალატოზი, – ეს იმ პროფესიების მოკლე ჩამონათვალია, რომლის მფლობელებსაც ქართულ შრომით ბაზარზე დასაქმების ყველაზე მეტი შანსი აქვს.

ჯანდაცვის სამინისტრომ შრომის ბაზრის კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგადაც გამოიკვეთა ის პროფესიები, რომლებიც კადრების ნაკლებობას ყველაზე მეტად განიცდის.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ბაზრის ანალიზის სამმართველოს ხელმძღვანელი გიორგი გამყრელიძე edu.aris.ge-ს „შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის კვლევის“ შედეგებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ამ კვლევის საფუძველზე ერთიან საინფორმაციო ბაზას შექმნის, სადაც სამუშაოს მაძიებელს, დამსაქმებელს და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შრომით ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების საშუალება.

„შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის კლევა“ 2015 წელს ჩატარდა. კვლევა იყო რეპრეზენტაბელური, რადგან მოიცვა საქართველოს 11-ვე რეგიონი. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ დასაქმების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 1%-ით გაიზარდა. რაც არცთუ ისე დიდია. ბოლო 12 თვის განმავლობაში დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა 49 ათასი ერთეულით, ანუ შეიქმნა 49 ათასი სამუშაო ადგილი, შემცირდა 40 ათასი სამუშაო ადგილი. ანუ სხვაობამ 1% შეადგინა. შრომით ბაზარზე ყველაზე მეტი ორგანიზაცია წარმოდგენილია ვაჭრობის სექტორიდან, 24 ათასი სუბიექტი. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ზოგიერთი დამსაქმებელი უჩივის კადრების კვალიფიკაციას“, – აღნიშნა გიორგი გამყრელიძემ.

edu.aris.ge-მ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ბაზრის ანალიზის სამმართველოს ხელმძღვანელს პროფესიების ჩამონათვალის მოწოდება სთხოვა

იხილეთ „შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის თვისებრივი კვლევის საფუძველზე გამოვლენილი პოზიციები, რომლებზეც სახელმწიფო სამუშაოს მაძიებლებს სთავაზობს მოკლევადიან მომზადება-გადამზადებას“:

1. ავტომობილის დიაგნოსტიკოსი

2. ავტომობილის ზეინკალი

3. ავტომობილის შემკეთებელი ელექტრო-ტექნიკოსი

4. ამწის მემანქანე

5. ბარმენი

6. ბაღის დიზაინერი

7. ბუღალტერი

8. გაზმომარაგების სისტემის მემონტაჟე

9. გამყიდველ-კონსულტანტი

10. გიდი

11. დურგალი

12. ელექტრიკოსი

13. ელექტრომექანიკოსი

14. ელექტრონული და ციფრული ხელსაწყოების დიაგნოსტიკოს-შემკეთებელი

15. ელმავლის მემანქანე

16. ენერგეტიკოსი-მემონტაჟე

17. ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემის მემონტაჟე

18. ზეინკალი

19. ზეინკალ-სანტექნიკოსი

20. ინფორმაციული ტექნოლოგი

განაგრძეთ კითხვა

წყარო: www.edu.aris.ge