"რიყე-ნარიყალას" საბაგიროს მუშაობა დროებით შეიზღუდება

გეგმურ-გამაფრთხილებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 29 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით "რიყე-ნარიყალას" საბაგირო გზა მგზავრებს ვერ მოემსახურება.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, საბაგირო გზა არ იმუშავებს არც 11 აპრილს, სამუშაოების ჩატარება კი საბაგირო გზის მიერ ნამუშევარი საათების რაოდენობის გათვალისწინებით გახდა საჭირო.

"რიყე-ნარიყალას" საბაგირო გზის მიერ ნამუშევარი საათების რაოდენობის გათვალისწინებით, სავალდებულოა გარკვეული ტექნოლოგიური პროცესებისა და გეგმურ-გამაფრთხილებელი სამუშაოების ჩატარება, რაც დადგენილია საბაგირო გზის მწარმოებელი კომპანია "ლაიტნერის" მიერ. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, 29 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით და 11 აპრილს "რიყე-ნარიყალას" საბაგირო გზა ვერ მოემსახურება მგზავრებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის",- ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.