აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე დღეს 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 336-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ცხრა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 143 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.000 პროცენტით, მაქსიმალური 10.450 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.289 პროცენტით განისაზღვრა.