მოსკოვი ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს 8 მილიარდზე მეტ რუბლს გამოუყოფს

მოსკოვი წელს ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს 8 მილიარდზე მეტ რუბლს გამოუყოფს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერთან, ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრაზე განაცხადა.

პუტინის თქმით, დახმარების ფარგლებში გათვალისწინებულია სხვადასხვა სოციალური პროექტის განხორციელება.

თავის მხრივ, თიბილოვმა განაცხადა, რომ "სამხრეთ ოსეთისთვის გარე აგრესიისგან დაცვა" პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს.