პროექტ check-in georgia-სთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაახლოებით 29 მილიონი ლარი გამოიყოფა. პროექტის ფარგლებში, საქართველოში კონცერტებს ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, ხოსე კარერასი და Maroon 5 გამართავენ. როგორც პროექტთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, კონცერტებზე დასასწრები ბილეთების ფასი 20-30 ლარიდან დაიწყება, მათი მაქსიმალური ღირებულება კი 90 ლარი იქნება. check-in georgia-ს ფარგლებში, ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით საქართველოს 19 ქალაქში კონცერტები და სხვადასხვა ფესტივალი გაიმართება. მის ფარგლებში, ბათუმში საკონცერტო მოედანიც მოეწყობა. შემსრულებლებს მოედნით სარგებლობა უსასყიდლოდ შეეძლებათ.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე