იაპონელმა ავტომობილის შესაძენად უნდა დაამტკიცოს, რომ შეუძლია მისი შენახვა და მართვა ისე, რომ გარშემომყოფებს დისკომფორტი არ მიაყენოს.
იაპონიაში ავტომობილიზაციის დონე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია - ყოველ 1000 მაცხოვრებელზე 453 სამგზავრო ავტომობილი მოდის.
ერთი შეხედვით იფიქრებთ, რად უნდა ისედაც ვიწრო იაპონიას ამდენი მანქანა? თანაც, „ამომავალი მზის ქვეყანაში“ იდეალურად მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მატარებლებით გადაადგილება საკმაოდ მოსახერხებელია. მაგრამ იაპონიისთვის ეს საკითხი არაერთგვაროვანია - იაპონური საავტომობილო წარმოების შიდა ბაზარი - ერთ-ერთი უმსხვილესია, საავტომობილო წარმოება კი თავის მხრივ, იაპონიის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია. ყოველივე ამის გამო იაპონიის ხელისუფლება ბალანსის დაცვას ცდილობს და ყველაფერს აკეთებს, რომ ქალაქები დიდი რაოდენობით კერძო ავტომობილებით არ გადაიჭედოს, პარალელურად კი ავტომობილების წარმოება არ შემცირდეს.
სახელმწფოს მხრიდან ავტომობილების მფლობელების მიმართ საკმაოდ მკაცრი პოლიტიკის წყალობით, ამ საკითხის გადაწყვეტას იაპონია ჯერჯერობით, მშვენივრად ხერხდება.
რა თქმა უნდა, ტოკიოში არის საცობები, რის გამოც სამუშაო დღეებში მოსახლეობის უმრავლესობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას ამჯობინებს. სამსახურში მანქანით მოსვლა, ხანდახან ცუდ ტონადაც კი მიიჩნევა, თუ ხელმძღვანელ პოზიციას არ იკავებთ.
მანქანის ტარება 18 წლიდან არის შესაძლებელი, თუმცა იაპონიაში სრულწლოვანება 20 წლის ასაკში დგება. ავტოსკოლაში სიარული სავალდებულო არ არის, მაგრამ იაპონელების უმეტესობა მაინც დადის, რადგან ამ შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი გამოცდით შემოიფარგლონ და ტარების გამოცდით აღარ შემოიფარგლონ. კურსის ღირებულება 3-4 ათას დოლარს შეადგენს. ფაქტობრივად, ყველა, ვინც ავტოსკოლა დაამთავრა, გამოცდას პირველივე ცდიდან აბარებს. ამასთან, მართვის მოწმობის მიღებიდან მანქანის შეძენამდე დაახლოებით 7 წელი სჭირდება.
იაპონიაში არ შეიძლება უბრალოდ დააგროვო თანხა და შეიძინო ავტომობილი. იაპონელმა ავტომობილის შესაძენად უნდა დაამტკიცოს, რომ შეუძლია მისი შენახვა და მართვა ისე, რომ არ მიაყენოს დისკომფორტი გარშემომყოფებს.
ამიტომაც, ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნას პარკირების პირადი ადგილის ქონა წარმოადგენს, რომელიც სახლიდან არაუმეტეს 2 კმ რადიუსში მდებარეობს. პარკირების ადგილს ხშირად ქირაობენ, მათი ღირებულება კი დაახლოებით იმავე უბნის ერთოთახიანი ბინის ფასია. იაპონელები ამ საკითხს გაგებით ეკიდებიან, ისინი მიიჩნევენ, რომ მანქანის გაყიდვა პარკირების ადგილის გარეშე იგივეა, რაც გაყიდო იარაღი ულიცენზიოდ.
მნიშვნელოვანია არამხოლოდ პარკირების ადგილის ფლობა, არამედ მისი ზომაც. პოლიციაში საბუთების ჩაბარებისას მანქანის პატრონმა პარკირების ადგილის მონახაზიც უნდა წარადგინოს. პოლიციელს შეუძლია არ გასცეს ახალთახალი ჯიპის ყიდვის ნებართვა, თუკი მიიჩნევს, რომ პარკირების ადგილი ძალზე პატარაა ავტომობილისთვის.
პარკირების თითოეულ ადგილზე მფლობელის სახელი და გვარია მითითებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა მანქანების გაჩერება აკრძალულია. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, ადგილის მფლობელი პოლიციას იძახებს, დამრღვევის მანქანა კი ევაკუატორს საჯარიმოზე გადაყავს.
სავალდებულო ხარჯები ამით არ მთავრდება: უნდა შეიძინოთ სავალდებულო დაზღვევა (დაახლოებით 300$) და კიდევ ერთი რეკომენდირებული დამატებითი დაზღვევა, რომელსაც თითქმის ყველა იაპონელი ყიდულობს. შემდეგ შესავსები და დასამტკიცებელია უამრავი საბუთი და მხოლოდ ამის მერე მიიღებთ სანუკვარ გასაღებს.
ამ ყველაფერს მოჰყვება სტანდარტული ვალდებულებები. წლიური გადასახადი 100-500 დოლარს შეადგენს, მანქანის მიხედვით, წელიწადში 2-ჯერ სავალდებულო ტექ-დათვალიერება, რაც თავიდან 1000-2000 დოლარი ღირს, თუმცა რაც უფრო ძველია ავტომობილი, მით უფრო იზრდება ციფრიც, და რომელიღაც მომენტში, უმჯობესია ახალი ავტომობილის შეძენა. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ იაპონიაში ძველი ავტომობილები თითქმის არ არის. თუ მფლობელი ძველი ავტომობილის გაყიდვას ვერ ახერხებს, მისი უტილიზაციისთვის საკმაოდ დიდი თანხის გადახდა უწევს.
დუდანა ზაქარაია