სტომატოლოგიაში ოქროზე მოთხოვნა 60%-ით შემცირდა

ჩასმული ოქროს კბილებისა და გვირგვინების ეპოქა სრულდება, ძვირადღირებულ ლითონზე მოთხოვნა სტომატოლოგიაში 60%-ით შემცირდა.

ამის შესახებ ოქროს მსოფლიო საბჭოს ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, ჯერ კიდევ 10 წლის წინ დანტისტები ყოველწლიურად 67 ტონა ოქროს გამოიყენებდნენ, რაც დღევანდელი ფასის მიხედვით, დაახლოებით 2,7 მილიარდი ევროს ტოლია.

ოქროს მსოფლიო საბჭოს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 2015 წელს სტომატოლოგიაში ოქროზე მოთხოვნამ 18,9 ტონა შეადგინა.

„ერთ-ერთი მიზეზი ოქროს კბილებზე უარის თქმის, თეთრი კბილების ტრენდია“, - წერს „ბლუმბერგი“.