სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მართვაში დღესდღეობით სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული 171 საწარმოა.
აქედან დარგობრივი საწარმო 90-ია, სოციალური ინფრასტრუქტურის -77, ხოლო ლიკვიდაციის, გაკოტრების და რეორგანიზაციის რეჟიმში 4 საწარმოა: საქართველოს მარკა (სახელმწიფოს წილი-51%), წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა -2003 (სახელმწიფოს წილი 74%), შპს "ნაკადული" (სახელმწიფოს წილი 100%) და სააქციო საზოგადოება "გუდაური" (ყოფილი სააქციო საზოგადოება "გერგეთი", სახელმწიფო წილი 100%).
გთავაზობთ რამდენიმე საწარმოს ჩამონათვალს, სადაც წილის 100%-ის მფლობელი სახელმწიფოა.
საქავტოტრანსი (მგზავრთა მომსახურება, სატრანსპორტო გადაზიდვები)
ორბელის ღვინის ქარხანა (მეღვინეობა)
თბილგვირაბმშენი (გვირაბების მშენებლობა)
მარაბდა-კარწახის რკინიგზა (ტრანსპორტი)
საქართველოს ნავთობსადენის კომპანია (ნავთობის ტრანსპორტირება)
სამთო მაშველი (სამაშველო საქმიანობა)
ბავრა (სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოება)
გეჯეთის თევზი (თევზის მოშენება, ჭერა)
საქართველოს საზღვაო სანაოსნო (ტრანსპორტი)
საქართველოს ტელერადიოცენტრი (კომუნიკაცია)
შანს ოილი (ვაჭრობა)
დემეტრე-96 (ფეხსაცმლის წარმოება და რეალიზაცია, ნებისმიერი სახის საქონლის იმპორტი და ექსპორტი).