ნიუ იორკში 2016 წლის საუკეთესო სუნამოების დაჯილდოების ცერემონია Fragrance Foundation Awards გაიმართა.
სუნამოების „ოსკარად“ წოდებული ცერემონია 1973 წლიდან ყოველწლიურად იმართება ცნობილი პარფიუმერების, დიზაინერებისა და შოუ ბიზნესის წარმომადგენელთა მონაწილეობით.
წლევანდელი ცერემონია, შარშანდელის მსგავსად, კვლავ Dior-ის ტრიუმფით დასრულდა, რომელმაც წელსაც ოთხ კატეგორიაში გაიმარჯვა. თუმცა ყველაზე მთავარ ნომინაციებში გამარჯვება უკვე მერამდენედ არავის დაუთმო Tom Ford-მა, რომელმაც წლის ძვირად ღირებული მამაკაცის სუნამოების კატეგორიაში უკვე ზედიზედ მეექვსედ გაიმარჯვა, ხოლო ამავე ნომინაციაში ქალებს შორის მესამედ მოიპოვა ჯილდო.
ქალისა და მამაკაცის 2016 წლის ძვირად ღირებული სუნამოების კატეგორიაში გამარჯვებულები არიან Tom Ford-ის Noir ქალებისთვის და Venetian Bergamot მამაკაცებისთვის.
წლის პრესტიჟული სუნამოების პრიზის მფლობელები გახდნენ Marc Jacobs-ის Decadence (ქალებისთვის) და დიორის Sauvage (მამაკაცებისთვის). ეს უკანასკნელი საუკეთესოდ დასახელდა მომხმარებელთა არჩევანის კატეგორიაშიც. ამავე კატეგორიაში ქალის საუკეთესო სუნამოდ დასახელდა ვერსაჩეს Eros.
„დოლჩე და გაბანას“ Light Blue-ს სუნამოების დიდების დარბაზის პრიზი ერგო.
საუკეთესო მედია კამპანიის კატეგორიაში Dior-ის სახლმა პირველობა კვლავ არავის დაუთმო.
დაჯილდოების ცერემონიაზე ასევე გაიცა სპეციალური პრიზები სხვადასხვა ნომინაციებში.
2016 წლის გამარჯვებულის სუნამოების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
ქალის ძვირად ღირებული სუნამო: Tom Ford-ის Noir
ქალის ყველაზე პრესტიჟული სუნამო: Marc Jacobs-ის Decadence
ქალის ყველაზე პოპულარული სუნამო: Victoria's Secret-ის Forever Sexy
კაცის ძვირად ღირებული სუნამო: Tom Ford-ის Venetian Bergamot
კაცის პრესტიჟული სუნამო: Dior-ის Sauvage
კაცის პოპულარული სუნამო: Nautica-ს Life Energy
მომხმარებელთა არჩევანი: „დიორის“ Sauvage (მამაკაცებისთვის), „ვერსაჩეს“ Eros (ქალბატონებისთვის)
მომხმარებელთა არჩევანი - წლის ყველაზე პოპულარული სუნამო: Victoria's Secret-ის Forever Sexy
წლის შეფუთვა (ქალის სუნამო): Marc Jacobs-ის Decadence
წლის შეფუთვა (კაცის სუნამო): John Varvatos-ის Dark Rebel
წლის ინტერიერის სურნელი: La Collection 34 - Diptyque
წლის სააბაზანო და საშხაპე ნაკრები: Mimosa and Cardamom Body Crème and Body & Hand Wash - Jo Malone London
წლის „დამოუკიდებელი“ სუნამო: Voulez-vous Coucher Avec Moi - Kilian
წლის ექსტრაორდინალური სუნამო: Chanel-ის Misia
დიდების დარბაზი (სუნამო): Dolce & Gabbana-ს Light Blue
დიდების დარბაზი: ლესლი ვექსნერი, , L Brands-ის დამფუძნებელი და მმართველი
ცხოვრებისეული მიღწევისთვის: სოფია გროისმანი, პარფიუმერი, IFF-ის ვიცე-პრეზიდენტი
წლის „გეიმჩეინჯერი“: ჯოანა ქოულსი, ჟურნალ Cosmopolitan-ის მთავარი რედაქტორი და ჟურნალ Seventeen-ის დირექტორი.
კოკა კვირკველია