ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დღეს დოლართან მიმართებაში სარეკორდო მაჩვენებლით, 134 პუნქტით დაეცა და 1.7196 ნიშნულს მიაღწია. ლარის ასეთი დაბალი ღირებულება ბოლოს 2011 წლის მარტში დაფიქსირდა.
ნოემბრიდან დღემდე ის 2,8%-ით, ხოლო წლის დასაწყისიდან 3,4% -ით გაუფასურდა.
თუმცა, გაცილებით სერიოზული დევალვაცია - 243 პუნქტით - დღეს ეროვნულმა ვალუტამ ევროს მიმართ განიცადა და ასევე ორწლიან მაქსიმუმს, 2.3632 ნიშულს მიაღწია.
ევროსთან მიმართებაში ლარი ნოემბრიდან 4%-ით, ხოლო წლის დასაწყისიდან 7,5% -ით გაუფასურდა.
საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო ლარის კურსის დაცემაში საფრთხეს ვერ ხედავენ. საფინანსო უწყებებში ეროვნული ვალუტის დევალვაციას სეზონურ ფაქტორებს უკავშირებენ.