გასულ წელს მსოფლიოში 2 400-ზე მეტი მილიარდერი დაფიქსირდა. ასეთია ორგანიზაცია Wealth-X-ის ანგარიში, რომლის თანახმად, 2015 წელს მილიარდერების ქონება 5,4%-ით გაიზარდა. 2 400-ს მილიარდერს შორის 294 ქალია.
მილიარდერი მამაკაცის საშუალო ასაკი 63,2, ქალის კი - 62,2 წელია. მილიარდერების 85% დაქორწინებულია. 70%-ს ბაკალავრის ხარისხი აქვს, 22%-ს - მაგისტრის, 9,5% კი მეცნიერების დოქტორის ხარისხი. მილიარდერების 56%-მა თავისი ქონება საკუთარი ძალებით იშოვა, 13%-მა - მემკვიდრეობით მიიღო.
მილიარდერების შემოსავლის ძირითადი წყარო ინვესტირება და ფინანსური სექტორია.
გასულ წელს მსოფლიოში მილიარდერების საერთო ქონებამ 7,7 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების მშპ-ს აღემატება, გარდა აშშ-ისა და ჩინეთისა.
ყველაზე მეტი, 806 მილიარდერი ევროპაში ცხოვრობს. 2015 წელს ევროპელი მილიარდერების რაოდენობა 4%-ით გაიზარდა და მათი საერთო ქონების ღირებულებამ 2,3 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ჩრდილოეთ ამერიკა მილიარდერების რაოდენობის კუთხით მეორე ადგილს იკავებს - აქ 628 ადამიანი ცხოვრობს, რომლის ქონებაც 1 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. მათი საერთო ქონება კი 2,5 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
მილიარდერების რაოდენობის მკვეთრი, 15,2%-იანი ზრდა გასულ წელს აზიის რეგიონში დაფისირდა. 645 აზიელი მილიარდერების ქონება თითქმის 1,7 ტრილიონ აშშ დოლარს აღწევს.
ახლო აღმოსავლეთში კი, 166 მილიარდერი ცხოვრობს, მათი საერთო ქონება 450 მილიარდი აშშ დოლარია.
აფრიკის კონტინენტზე 41 მილიარდერი ცხოვრობს - მათი საერთო ქონება 98 მილიარდ აშ დოლარად ფასდება.