ახალშობილ გოგონას, რომელიც დუბაი-მანილას რეისზე თვითმფრინავში დაიბადა, ფილიპინების ავიაკომპანიამ 1 მილიონი ავიამილი აჩუქა.
„გარდიანის“ ინფორმაციით, ეს პირველი ბავშვია, რომელიც ავიაკომპანია Cabu Pasicific-ის ბორტზე დაიბადა. მგზავრის მშობიარობის შემდეგ, თვითმფრინავმა ექსტრემალური დაშვება განახორციელა ინდოეთის ერთ-ერთ ქალაქში.
ქალბატონს მშობიარობა ვადაზე 5 კვირით ადრე დაეწყო. მშობიარობაში მას თვითმფრინავის ბორტგამცილებლები დაეხმარნენ.
ავიაკომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.
„სიენენის“ ცნობით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მგზავრები თვითმფრინავში მშობიარობენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს, თვითმფრინავში გაჩენილ შონა ოუენს პასპორტში დაბადების ადგილად “თვითმფრინავი, სასექსიდან 10 მილის მოშორებით“ უწერია.