თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები ბოლო ხანებში მრავლად გამოჩნდა.
თუმცა, ყველა მათგანის აბრაზე ლართან მიმართებაში დოლარის სხვადასხვა კურსია აღნიშნული.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ოფიციალური ფასი ლართან მიმართებაში დღეს 2.3191 ლარია. თუმცა, ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ზოგიერთ ჯიხურში ისეთი აბრაა გამოკრული, რომელიც მომხმარებელს აბნევს. ძირითადად ამით ტურისტები ტყუვდებიან, რადგან რეალურად ფულის კონვერტაციის შემდეგ აღმოაჩენენ, რომ დოლარი ლარში არსებულზე ბევრად დაბალი კურსით გადაუხურდავეს.
მაგალითად, ერთ-ერთი ჯიხურში ტურისტებს დოლარს ლარზე 2.13 კურსით უხურდავებენ. შესაბამისად, 100 დოლარის გადახურდავების შედეგად მომხმარებელი 231 ლარის ნაცვლად, 213 ლარს იღებს.
ზოგიერთ გადასახურდავებელ პუნქტთან გარეთ მოციმციმე აბრებზე განთავსებული კურსები იმგვარად არის მოცემული, რომ მომხმარებელს აბნევბს. ამ მახეში კი ხშირ შემთხვევაში ტურისტები ებმებიან.
ლესელიძის ქუჩაზე ერთ-ერთი კაფეს თანამშრომელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ სავალუტო ჯიხურებთან ხშირია პატრულის გამოძახების შემთხვევები. თათია ახვლედიანი
”უცხოელები ხშირად იძახებენ პატრულს, მაგრამ ჯიხურის მეპატრონე ამბობს, რომ დოლარის კურსი გარკვევით უწერია და თუ არ უნდა ნუ იყიდისო. პატრულიც შესაბამისად უძლურია“, - , აღნიშნავს კაფეს თანამშრომელი.
თათია ახვლედიანი