ამერიკული მარკეტინგული და სარეკლამო კომპანია SteelHouse-ის აღმასრულებელი დირექტორი მარკ დუგლასი კომპანიის თანამშრომლებს კარგი დასვენების მიზნით ყოველწლიურად 2 000 დოლარს ჩუქნის.
მისი თქმით, ასე თანამშრომლების პროდუქტიულობა იზრდება და კარგად დასვენებული თანამშრომლები უფრო ნაყოფიერად ასრულებენ საქმეს.
წელიწადში ერთხელ კომპანიის უკლებლივ ყველა თანამშრომელი საჩუქრად იღებს 2 000 დოლარს, თუმცა აუცილებელი პირობაა, რომ თანამშრომლებმა ეს თანხა დასასვენებლად გამოიყენონ.
კომპანიის მონაცემებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში 250 თანამშრომლიდან მხოლოდ 5-მა დატოვა კომპანია, აქედან სამმა კი პირადი პრობლემების და არა სამსახურთან დაკავშირებული პრობლემის გამო მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება.