საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მე-20 საუკუნის ცნობილი ჰოლანდიელი ფერმწერისა და სკულპტორის უილიამ დე კუნინგის ტილო ნიუ იორკის აუქციონზე 61 მილიონ დოლარად გაყიდა.
ინფორმაციას ამის შესახებ ჰოლანდიური volkskrant.nl ავრცელებს.
საიტის ცნობით, ვინ შეიძინა ჰოლანდიელი აბსტრაქციონისტის ნამუშევარი, არ ხმაურდება. თუმცა ცნობილია, რომ ვაჭრობა ტელეფონით შედგა.
ტილოს საწყისი ფასი 37 მილიონი დოლარი იყო, თუმცა საბოლოოდ 61 მილიონ დოლარად გაიყიდა, რაც დე კუნინგის ამ ტილოსთვის რეკორდული მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ უილიამ დე კუნინგის ყველაზე ძვირადღირებულ ნამუშევრად 1955 წელს შესრულებული Interchange-ი ითვლება, რომელიც გასული წლის სექტემბერში თითქმის 279 მილიონ ევროდ გაიყიდა.
იხილეთ ასევე: ფიროსმანის "შველი წყლის პირას" ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა
ბიძინა ივანიშვილმა "არსენალის მთა ღამით" მილიონნახევარ დოლარად შეიძინა
Bidzina Ivanishvili sold Willem de Kooning painting for $61 million