ე.წ. ”ეკონომიკური მოქალაქეები” - არიან ადამიანები, რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება და მეორე პასპორტის აღება სურთ.
კრისტიან კეილინი, რომელიც კომპანია Henley and Partners-ში სპეციალისტია მოქალაქეობის მიღების საკითხებში, კლიენტებს კონსულტაციას უწევს, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეობის მიღება ღირს. სპეციალისტის შეფასებით, ყოველწლიურად რამდენიმე ათასი ადამიანი ხარჯავს დაახლოებით 2 მლრდ დოლარს მეორე ან მესამე პასპორტის მისაღებად.
მოქალაქეობის მიღებაში ინვესტიციის ჩადება ამჟამად პოპულარულია ჩინეთის, რუსეთის და ასევე ახლო აღმოსავლეთის მოქალაქეებს შორის.
სახელმწიფოებმა, რომელთაც ბიუჯეტში თანხა არ ჰყოფნით, დამატებითი შემოსავლის წყაროდ ქვეყნის მოქალაქეობის გაყიდვა აქციეს. გარკვეული ქვეყნები მოქალაქეობას სახელმწიფოში განხორციელებული ინვესტიციის სანაცვლოდ, გამარტივებული წესით იძლევიან.
დომინიკა
ყველაზე იაფად მოქალაქეობას კარიბის პატარა კუნძული დომინიკა ყიდის. განახორციელეთ 100 000 დოლარიანი ინვესტიცია, გადაიხადეთ დამატებითი გადასახადები და მოსაკრებლები, გაიარეთ პირადი გასაუბრება და თქვენ ამ ქვეყნის მოქალაქე გახდებით. პასპორტის მისაღებად 5-დან 14 თვემდე დაგჭირდებათ. ვინაიდან ეს ქვეყანა ბრიტანეთის ერთა თანამეგობრობაში შედის, მის მოქალაქეებს აქვთ განსაკუთრებული პრივილეგია ბრიტანეთში და ასევე შეუძლიათ უვიზოდ გაემგზავრონ 50 ქვეყანაში, მათ შორის შვეიცარიაში.სენტ-კიტსი და ნევისი
ამ კარიბულმა კუნძულ-სახელმწიფომ ინვესტიციის სანაცვლოდ მოქალაქეობის გაყიდვა, მსოფლიოში პირველმა, ჯერ კიდევ 1984 წელს დაიწყო. ქვეყანა მსურველებს მოქალაქეობის მიღების ორ გზას სთავაზობს - მსურველმა უნდა განახორციელოს 250 000 დოლარის საქველმოქმედო შენატანი შაქრის მრეწველობის დივერსიფიკაციის ფონდის სასარგებლოდ ან ქვეყნის უძრავ ქონებაში არანაკლებ 400 000 დოლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა ჩადოს. ეს ქვეყანაც ბრიტანეთის ერთა თანამეგობრობაში შედის.სპეციალისტი კრისტიან კეილინი ამბობს, რომ კარიბის ქვეყნების მოქალაქეობა შესანიშნავი შუალედური გზაა ”მსოფლიო მოქალაქეობის” მისაღებად.
ანტიგუა და ბარბუდა
ქვეყანამ ინვესტიციის სანაცვლოდ მოქალაქეობის გაყიდვა, 2013 წლიდან დანერგა. მოთხოვნები თითქმის იგივეა, რაც სენტ-კიტსის შემთხვევაში - 400 000 დოლარის ინვესტიცია უძრავ ქონებაში, ან 200 000 - ქველმოქმედებაში. ქვეყნის პრემიერმა ბოლდუინ სპენსერმა დაასახელა მიზეზი, თუ რატომ ყიდიან სახელმწიფოები თავის მოქალაქეობას, ესაა ეკონომიკის შენელება და ”ფინანსირების ტრადიციული წყაროების თითქმის სრული გაქრობა”.მალტა
თუმცა, ევროკავშირის ჩინოვნიკების ზეწოლის შედეგად, მალტის ხელისუფლებას წესების შეცვლა მოუხდა - ამჟამად მოქალაქეობის პოტენციურ მიმღებს მალტაში მინიმუმ 1 წლით ცხოვრება და არანაკლებ 1.15 მლნ ევროს ინვესტირება მოეთხოვება.
კვიპროსი
ევროკავშირის წევრი კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც მოქალაქეობას ინვესტიციის სანაცვლოდ ყიდის, არის კვიპროსი.მარტში ქვეყნის მოქალაქეობის საფასური 2 მლნ ევრომდე შეამცირეს, რათა ნაწილობრივ დაემშვიდებინათ ინვესტორები ( ძირითადად რუსი ინვესტორები), რომლებმაც დაკარგეს თანხები, როდესაც კვიპროსი იძულებული იყო მიეღო ევროკავშირის მიერ დაწესებული კრიზისიდან გამოსვლის მკაცრი გეგმა.
აღნიშნული 2 მლნ ევრო მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ინვესტორი არის ისეთი ორგანიზაციის ან ჯგუფის წევრი, რომელიც ერთობლივად 12.5 მლნ ევროზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს. ხოლო, მოქალაქეობის მიღების ინდივიდუალური მაძიებელი ვალდებულია უძრავ ქონებაში ან ბანკში 5 მლნ ევრო შეიტანოს.
კრისტიან კეილინი მსურველებს არ ურჩევს, კვიპროსის შემოთავაზებით სარგებლობას. თავდაპირველად ხომ ამ ქვეყნის მოქალაქეობა 28 მლნ ევრო ღირდა, შემდეგ ეს თანხა 10 მლნ-ზე ბოლოს კი 5 მლნ ევროზე ჩამოვიდა.