ამ უნივერსიტეტებში მოხვედრა ადვილი არ არის, სწავლა კი უფრო რთულია.
მსოფლიოს 7 ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტის სიაში, ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია კემბრიჯს უკავია. ამ უნივერსიტეტიდან გამოსულთა შორის 81 ნობელის პრემიის ლაურეატია.
1. კემბრიჯის უნივერსიტეტი
მეორე უძველესი უნივერსიტეტი დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდის შემდეგ, რომელიც მუდმივად ლიდერობს მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში. კემბრიჯის ყველაზე პირველი კოლეჯი 1284 წელს გაიხსნა, დღესდღობით კი მათი რიცხვი 31-ს შეადგენს. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე უამრავი რესტორანი და წიგნის მაღაზიაა. სწავლების საფასური კი დაახლოებით 14000$ წელიწადში.
2. ჰარვარდის უნივერისტეტი
ჰარვარდში სწავლა წელიწადში 40000$ დოლარი ჯდება. ის
აშშ-ის ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია, რომელიც განთვსებულია ქალაქ კემბრიჯში, მასაჩუსეტის შტატში.
ჰარვარდის უნივერსიტეტი დაამთავრა ამერიკის რვა პრეზიდენტმა და ოცდაათმა ნობელის პრემიის ლაურეატმა. უნივერსიტეტის მთავარი ფერია - ბორდოსფერი, რომლითაც შეღებილია შენობების უმეტესობა სტუდქალაქში. ბიბლიოთეკები, ადმინისტრაციული შენობები და პირველკურსელთა საერთო საცხოვრებელი განთავსებულია უზარმაზარ ჰარვარდის პარკში, ხოლო ცნობილი ჰარვარდის ბიზნესსკოლა და სტადიონი, სადაც უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდი თამაშობს, განთვსებულია მეზობელ ქალაქ ოლსტონში.
3.პრინსტონის უნივერსიტეტი
პრინსტონის უნივერსიტეტი შედის ცნობილი "აივი ლიგის" ასოციაციაში, რომელშიც გაერთიანებულია აშშ-ის 8 უნივერსიტეტი. აქ მოხვედრა ძალიან რთულია. უნივერსიტეტში მიიღებიან მხოლოდ 8-10 პროცენტი იმ აბიტურიენტებისა, რომლებმაც ჩარიცხვის შესახებ განცხადება შეიტანეს.
სწავლების საფასური: დაახლოებით $37 000 წელიწადში.
4.სტენფორდის უნივერსიტეტი
სტენფორდის უნივერსიტეტში, რომელიც კალიფორნიის შტატში, სილიკონის ველის შუაგულში - ქალაქ პალო-ალტოსთან მდებარეობს, სწავლება წლიურად 40 500 $ ღირს. ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა სიაში შედიან ის ადამიანები, რომლებმაც ისეთი წარმატებული კომპანიები დაარსეს, როგორიცაა Hewlett-Packard, Cisco Systems, Electronic Arts და Yahoo!.
სტენფორდის უნივერსიტეტის კამპუსი უფრო მექსიკურ კურორტს წააგავს, რითაც რადიკალურად განსხვავდება კლასიკური პრინსტონის, ჰარვარდის და იელის უნივერსიტეტებისგან.
5. იელის უნივერსიტეტი
იელის უნივერსიტეტის კამპუსი ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცია აშშ-ში. XIX საუკუნის ნაგებობები გოთურ სტილშია აშენებული, მოჩუქურთმებული თაღებითა და კოლონებით.
სწავლების საფასური აქ დაახლოებით 40500 $-ია წელიწადში.
6. ოქსფორდის უნივერსიტეტი
უნივერსიტეტის დაფუძნების ზუსტი თარიღი არ არსებობს, თუმცა მის ფესვებს მე-11 საუკუნისკენ მივყავართ. საუნივერსიტეტო ქალაქი მინი სახელმწიფოს წააგავს, ათეულობით კოლეჯითა და შვიდი "ჰოლით", თითოეულ მათგანს საკუთარი რექტორი ჰყავს. ერთსა და იმავე წელს განცხადების შეტანა ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებში სასტიკად აკრძალულია.პრაქტიკულად, ყველა შენობა, რომელიც ოქსფორდის ტერიტორიაზე მდებარეობს ისტორიის ნაწილს წარმოადგენს. სწავლის საფასური აქ სპეციალობაზეა დამოკიდებული, საშუალოდ კი 14000$-ს შეადგენს წელიწადში.
7. კოლუმბიის უნივერსიტეტი
იგი კუნძულ მანჰეტენზე, ნიუ-ორკში, 6 კვარტლის მაძილზე მდებარეობს და აქ სწავლა წელიწადში 45000$ ჯდება. კოლუმბიის უნივერსიტეტის ელიტარულობაზე ისიც მეტყველებს, რომ კურსდამთავრებულთა სიაში შედის - აშშ-ის 3 პრეზიდენტი, ორი ათეული მილიარდელი და 25 მფლობელი ოსკარის ქანდაკებისა.
ცნობილი კურსდამთავრებულები: ფრანკლინ დელანო რუზველტი, უორენ ბაფეტი, ჯერომ სელინჯერი, ბარაკ ობამა, კეტრინ ბიგელოუ, მიხეილ სააკაშვილი.
სწორედ ამ უნივერისტეტში გამოიგონეს პირველი FM-რადიო და facebook-ის წინამორბედი - CampusNetwork.