მილიარდერების 10 ყველაზე ძვირად ღირებული სახლი მსოფლიოში.
აღნიშნული რეიტინგი Forbes-მა შეადგინა.
1. Antilia (1 მლრდ დოლარი)
მფლობელი: მუკეშ ამბანი (ქონება - $23, 9 მლრდ )
მდებარეობა: მუმბაი, ინდოეთი
56 წლის ბიზნესმენის 27 სართულიანი ცათამბრჯენის ფართობი 37 000 კვ.მ-ია. ცათამბრჯენს სახელი Antilia მითიური კუნძულის გამო დაერქვა. შენობას 6 მიწისქვეშა სართული აქვს ავტოპარკინგისთვის, ვერტმფრენის 3 დასაჯდომი მოედანი. გარდა ამისა, შენობაში მსახურობს 600 სპეციალისტი.
2. Villa Leopolda ($750 მლნ)
მფლობელი: ლილი საფრა (ქონება: $ 1.3 მლრდ)
მდებარეობა: საფრანგეთის ლაჟვარდოვანი სანაპირო
ბანკირ ედმონდ საფრას ქვრივს, ლილი საფრას ეკუთვნის მეორე ყველაზე ძვირადღირებული სასახლე მსოფლიოში. სასახლეს 81 000 კვ.მ ფართობი უჭირავს. არაოფიციალური ინფორმაციით, 2008 წელს სასახლის შეძენას ცდილობდა რუსი მილიარდერი მიხეილ პროხოროვი, თუმცა ამბობენ, რომ მან ბოლო მომენტში გადაიფიქრა.
3. Fair Field ($248,5 მლნ)
მფლობელი: აირა რენე (ქონება - 6 მლრდ)
მდებარეობა: საგაპონაკი, ნიუ-იორკის შტატი, აშშ
შენობა ყველაზე ძვირადღირებულ უძრავ ქონებად ითვლება აშშ-ში, მიუხედავად იმისა, რომ მილიარდერმა ის საკუთარი ოჯახისთვის ააშენა და არასდროს უძებნია მდიდრული სასახლის მყიდველები.
4. One Hyde Park ($ 237 მლნ)
მფლობელი: უცნობია
მდებარეობა: ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
იდუმალმა აღმოსავლეთევროპელმა ყველაზე მდიდრული აპარტამენტების კომპლექსი ლონდონში, უკრაინის კრიზისისა და რუსეთ-დასავლეთს შორის ახალი ”ცივი ომის” დროს შეიძინა.
5. Kensington Palace Gardens ($222 მლნ)
მფლობელი: ლაქშმი მიტალი (ქონება - $16.6 მლრდ )
მდებარეობა: კენსინგტონის რაიონი, ლონდონი
ინდოელმა მაგნატმა არაოფიციალური ინფორმაციით, 3 სასახლე იყიდა ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ქუჩაზე.
6. აპარტამენტი One Hyde Park-ში ( $221 მლნ)
მფლობელი: რინატ ახმეტოვი (ქონება - $11.8 მლრდ)
მდებარეობა: ლონდონი
ზევით ნახსენებ One Hyde Park-ის კომპლექსში, ერთ-ერთი აპარტამენტი ეკუთვნის ყველაზე მდიდარ უკრაინელს რინატ ახმეტოვს.
7. Ellison Estate ( $ 200 მლნ)
მფლობელი: ლარი ელისონი (ქონება - $ 51.4 მლრდ)
მდებარეობა: ვუდსაიდი, კალიფორნიის შტატი, აშშ
Oracle -ს დამფუძნებელი ალბათ, მსოფლიოში ელიტური სახლების ყველაზე გულმხურვალე კოლექციონერია. სასახლე 10 ჰექტარზეა გაშენებული. მიუხედავად იმისა, რომ მისი მოწყობა 200 მლნ დოლარი დაჯდა, 2004 წელს საგადასახადო კომპანიამ მილიარდერის უძრავი ქონება მხოლოდ და მხოლოდ 73.2 მლნ დოლარად შეაფასა - ანუ იმაზე თითქმის სამჯერ ნაკლებად, ვიდრე მისი აშენება დაჯდა.
8. Kensington Palace Gardens ( $ 140 მლნ)
მფლობელი: რომან აბრამოვიჩი (ქონება - $ 9.4 მლრდ )
მდებარეობა: კენსინგტონი, ლონდონი
Chelsea-ს მფლობელს ელიტური საცხოვრებლების ნაკლებობას არ უჩივის, თუმცა მის უძრავ ქონებაში მარგალიტი ლონდონში მდებარე სახლია. ქალაქის ხელისუფლება აბრამოვიჩს დათანხმდა სახლის ნაწილობრივ რეკონსტრუქციაზე - აბრამოვიჩმა მიიღო უფლება მოაწყოს ჩოგბურთის კორტი, გამაჯანსაღებელი ცენტრი, სპა, ავტოტექნიკის მუზეუმი.
9. Blossom Estate ($ 130 მლნ)
მფლობელი: კენ გრიფინი (ქონება - $5.2 მლრდ)
მდებარეობა: პალმ-ბიჩი, ფლორიდა
ჰეჯ-ფონდების ერთ-ერთი წარმატებული მმართველი ოკეანის სანაპიროზე 3 ჰექტარ მიწას ფლობს თავისი მდიდრული სასახლით.
10. კომპლექსი Xanadu 2.0
მფლობელი: ბილ გეითსი (ქონება - $ 77.5 მლრდ )
მდებარეობა: მედინა, ვაშინგტონის შტატი, აშშ
Microsoft -ის დამფუძნებლის, ბილ გეითსის სახლი მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით არის ”გაჯერებული”. ალბათ, ეს არცაა გასაკვირი. სახლში არსებულ აუზს გააჩნია წყალქვეშა მუსიკალური სისტემა, თითოეულ ოთახში შესაძლებელია ჰაერის ტემპერატურის, მუსიკის, განათების და ა.შ. კონტროლი. ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზს ინოვაციური გუმბათი აქვს, ხოლო ფიტნეს-დარბაზს 232 კვ.მ უჭირავს. გეითსის სახლს Xanadu 2.0 ჰქვია - ჩარლზ ფოსტერ კეინის პატივსაცემად ფილმიდან ”მოქალაქე კეინი”.