ვირთხის ხორცი საექსპორტოდ

კამბოჯაში, ბრინჯის ყანებში უჩვეულო მოსავალი მოდის - დელიტაკესებზე საერთაშორისო ბაზრის მზარდი მოთხოვნის შესაბამისად, იქ გარეული ვირთხების მოსავალს "იმკიან".

კამბოჯაში ყოველდღიურად ათობით ათას მღრღნელს იჭერენ, გალიებში ათავსებენ და უცხოეთში აგზავნიან.

ძალიან ბევრ ქვეყანაში, ვირთხებს ზიზღით უყურებენ და მიაჩნიათ, რომ ისინი ბევრი დაავადების გადამტანები და გამავრცელებლები არიან. კამბოჯაში კი ვირთხა, რომელიც ცნობილია ვერცხლისფერმუცლიანი ვირთხის (Rattus argentiventer) სახელით, დელიკატესად მიიჩნევა, რადგან სუფთა გარემოში ბინადრობს და ძირითადად, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით იკვებება.

კომპონგ-ჩამის პროვინციაში, რომელიც ქვეყნის დედაქალაქ პნომპენიდან 60 კილომეტრში მდებარეობს, ვირთხების დაჭერის პიკი წვიმების სეზონსა და ბრინჯის მოსავლის აღებას ემთხვევა. ივნის-ივლისში მღრღნელები მინდორში ვეღარ მოიპოვებენ საკვებს და იძულებული არიან მაღლობში გადაინაცვლონ, სადაც მათ უკვე ფერმერების მიერ მოწყობილი მახეები ელით.

bpn

როგორც ადგილობრივი ფერმერები ამბობენ, ასეთი ვირთხების ხორცი გემოვნური თვისესებით ძალიან ჰგავს ღორის ხორცს, მაგრამ თავად მაინც უპირატესობას თევზს ანიჭებენ, რომელსაც ვირთხების რეალიზაციით მიღებული ფულით ყიდულობენ.

საექსპორტო ვირთხების უმეტესობას ვიეტნამში აგზავნიან, სადაც დელიკატესად მიჩნეული ხორცისგან სხვადასხვა კერძებს ამზადებენ: წვავენ, ხარშავენ, წვნიანს ან პაშტეტს ამზადებენ.

bpn

ვირთხის ექსპორტით დაკავებული ადამიანები ამბობენ, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში მათი ბიზნესი დაახლოებით ათჯერ გაიზარდა. წლების წინ თუ კილოგრამი ვირთხის ხორცი 20 ცენტი ღირდა, ახლა ფასი 2,5 დოლარამდე გაიზარდა.